Biletebi.Ge: ამას "ამაზონის" სერვერი თუ გაუძლებს მხოლოდ

AutoSharing Option
Biletebi.Ge-ს ადმინისტრაციაში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ საიტზე მოხდა კიბერშეტევა და ამას ემატება მომხმარებელთა აურაცხელი რაოდენობა. ადმინისტრაციის განცხადებით, პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობენ და ეცდებიან, საიტი მალე ჩაირთოს.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, ფილტრი მაინც დავაყენოთ და ნაწილ-ნაწილ შევუშვათ ხალხი", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ვებგვერდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

თუ როდის ჩაირთვება საიტი, ამის შესახებ ადმინისტრაციაში დაზუსტებით საუბარი უჭირთ.

ვებგვერდის ადმინისტრაციის განცხადებით, იმ პრობლემების შესახებ, რაც სუპერთასის ბილეთების გაყიდვისას შეიქმნებოდა, UEFA-დან გაფრთხილებულნი იყვნენ.

"წამში მოდის 10 ათასზე მეტი ტრანზაქცია. ამას "ამაზონის" სერვერი თუ გაუძლებს მხოლოდ", - განუცხადა ერთ-ერთმა
დამფუძნებელმა "რუსთავი 2"-ს.

კითხვაზე, მომზადებული იყო თუ არა ვებგვერდი სუპერთასის ბილეთების გასაყიდად, "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ ახალი სისტემა დააყენეს და მზად იყვნენ ნებისმიერი რაოდენობის მომხმარებელთა მომსახურებისთვის.

წყარო: rustavi2.com


ასევე იხილეთ:
ლაშა დვალიშვილი: შევეცდებით, biletebi.ge-ზე პრობლემები სწრაფად აღმოიფხვრას
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველაზე ცირკი ის იქნება ქართველმა ფულის მონა გადამყიდველებმა და საიტის ადმინისტრაციამ რომ შეძლოს, სასწაული მოახდინონ და შეისყიდოს 100-100 ან მეტი ბილეთი, და ყველაფერი რო ჩაივლის მერე გამოყარონ ხუთმაგ და ათმაგ ფასებში. საქართველო ისეთი კვაზისახელმწიფოა რო ამასაც იკადრებს ხალხი და სუპერთასი ნახევრად ცარიელ სტადიონზე ჩაივლის. რატომღაც დარწმუნებული ვარ ასე იქნება. ნეტა რატო?
dadu
11:35 22-06-2015
0
კრიმინალური ბანდა ვაკეში!!!!! დონ დომენტის მეთაურობით!!!!!
დათო
11:43 22-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული