"დინამო არენაზე" სამუშაოების 90% შესრულებულია

AutoSharing Option
ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (ტგფ) "დინამო არენაზე" 11 აგვისტოს გასამართი უეფას სუპერთასის მატჩისთვის მიმდინარე სამუშაოებზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

რეაბილიტაციის ერთ-ერთი დასკვნითი ეტაპი ინდივიდუალური სკამების გამოცვლა იყო. ეს პროცესი კომპანია "დაგიმ" დაიწყო და უკვე დასრულების სტადიაშია.

დღეისთვის, ქვეყნის მთავარ სპორტულ არენაზე, ეგრეთ წოდებული პიქსელის პრინციპით, 30 ათასამდე სკამი დაამონტაჟეს, რაც დაგეგმილის ნახევარზე მეტია - სულ "დინამო არენამ" 53 ათასი მაყურებელი უნდა დაიტიოს.

7 ივლისს სუპერთასის საორგანიზიო სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებოდნენ.

"90 პროცენტი
სამუშაოების შესრულებულია. ეს იყო შესასვლელი ტურნიკეტები, განათება, რომელიც ძალიან მაღალი დონისაა; ასევე, კამერები უსაფრთხოების მიზნით, ტაბლო, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო; ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული ხაზი, გასახდელები. 15-20 ივლისისთვის ყველა სამუშაო იქნება დასრულებული", - განაცხადა კალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

გადაწყდა, რომ სუპერთასის ბილეთები "მიხეილ მესხის" სტადიონზე 12 ივლისის 09:00 საათიდან გაიყიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვის მოგწონთ ჭრელი სტადიონი? რეკონსტრუქცია "დინამო არენაზე" [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
არჯობია 2 ტაბლო რომ გვაქ ერთი მოვანგრიოთ და სკამები გავაკეთოთ მაგის ადგილზე უფრო მეტს დაიტევს და რათ უნდა სტადიონს 2 ტაბლო ისე
svani_7
12:17 08-07-2015
0
ამას პიქსელთან საერთო არაფერი აქვს...ეს უგემოვნოდ,ქაოტურად ფერების არევაა.პიქსელი- სწორი შეხამება,კონტრასტია ფერების
zaza
13:49 08-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული