გორის "დილას" დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე მარცხიანი გამოდგა

AutoSharing Option
14 ივლისს გორის "დილა" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბელგრადის "პარტიზანს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. "დილა" მეტოქის შეტევებს 82-ე წუთამდე უძლებდა, ამ დროს კი გუგა ფალავანდიშვილი საჯარიმოს წინ დაჯარიმდა, მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

საჯარიმო დარტყმა გოლად სტეფან ბაბოვიჩმა აქცია - 1:0.

დილა: შევჩენკო, ხურცილავა, პაპავა, კვახაძე, კვირკველია, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, გვალია, ნავალოვსკი, მარცვალაძე (82. ძარია), ილურიძე (90. ღონღაძე)

საპასუხო მატჩი ზუსტად ერთ კვირაში გორში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვის დაახიეს ტო ბურთი თავზე!
0
დინამოს დილას როგორ ადარებ სჰენ ტუ პეხბურტის აზრზე ხარ გაბალასტან გუნდი რო დამარცხდება 2-0 და ტან ისე რომ მტელი ტამასჰი ბურტი დაახიეს ტავზე რაგაზეა ლაპარაგი და აი გორელები გირსეულად გამოვიდნენ გირსეულ და დზლიერ მეტოქესტან და განმეორებიტ სშეხვედრაში მოიგებენ კიდეც
vasil
00:03 16-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული