გორის "დილას" დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე მარცხიანი გამოდგა

AutoSharing Option
14 ივლისს გორის "დილა" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბელგრადის "პარტიზანს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. "დილა" მეტოქის შეტევებს 82-ე წუთამდე უძლებდა, ამ დროს კი გუგა ფალავანდიშვილი საჯარიმოს წინ დაჯარიმდა, მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

საჯარიმო დარტყმა გოლად სტეფან ბაბოვიჩმა აქცია - 1:0.

დილა: შევჩენკო, ხურცილავა, პაპავა, კვახაძე, კვირკველია, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, გვალია, ნავალოვსკი, მარცვალაძე (82. ძარია), ილურიძე (90. ღონღაძე)

საპასუხო მატჩი ზუსტად ერთ კვირაში გორში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯარიმა არ იყო,ჩვენმა ფეხი გამოწია და გაფრთხილებაც არ ეკუთვნოდა.საერთო
ჯამში გასვლა შესაძლებელია.არ ჩანს
პარტიზანი ის გუნდი,როგორც აბუქებენ.ჩვენებს ფსიქოლოგური მომზადება
ჭირდება.ფიზიკური კონდიციები გაუკეთესებას საჭიროებს.
tengiz gagua
00:53 15-07-2015
0
ვიცოდი რომ ასეც მოხდებოდა
formula57
01:05 15-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული