"სპარტაკს" გრიშიკაშვილმა მოაგებინა

AutoSharing Option
გუშინ ურეკში "ბენდელას თასის" გათამაშების პირველი შეხვედრა გაიმართა. ცხინვალის "სპარტაკი" პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, მარტვილის "მერანს" შეხვდა. ცხინვალელებმა მატჩი სრული შემადგენლობით ვერ ჩაატარეს, რადგან მანჩხავას, უგრეხელიძესა და ჭაფოძეს მცირე ტრავმები აწუხებთ და მთავარმა მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ დაასვენა, ალავიძე კი გაციებული იყო და, ცხადია, მოედანზე ვერ გავიდა.

გამარჯვებული თამაშის ძირითად დროში ვერ გამოვლინდა - მატჩი 0:0 დასრულდა. ტურნირის დებულებით, ფრეს შემთხვევაში პირდაპირ პენალტების სერია ინიშნება დამატებითი დროის გარეშე, მოსამზადებელ ეტაპზე ისე
დაც დატვირთული ფეხბურთელები რომ არ გადაიღალნონ. პენალტები ცხინვალელებმა მოწინააღმდეგეზე უკეთ შეასრულეს და 3:2 გაიმარჯვეს.

11-მეტრიანები ზუსტად შეასრულეს მეტრეველმა, ტეტუნაშვილმა და შონიამ, ხოლო ბუზალაძის დარტყმა მარტვილელთა მეკარე შეროზიამ მოიგერია. მარტვილელთაგან გაიტანეს თურმანიძემ და შეროზიამ, ფონიავას და კუჭუხიძის დარტყმები კი "სპარტაკის" მეკარე გრიშიკაშვილმა მოიგერია და ცხინვალელებს მეხუთე პენალტის შესრულება არ დასჭირვებიათ.

"სპარტაკი": გრიშიკაშვილი - ლობჟანიძე, მგელაძე, ტეტუნაშვილი, ბოიომო - დეკანოიძე, შონია, ბოლქვაძე, კილასონია - ბარაბაძე, მეტრეველი.
შეცვლაზე შევიდნენ: სეფიაშილი, კლოვისი, ბუზალაძე, კაკაშვილი, ნარიმანიძე.
"მერანი": შეროზია - ჟვანია, იობაშვილი, სუხიაშვილი, კაკუშაძე, ჯოელი, ილურიძე, ბერუაშვილი, კუჭუხიძე, ამბროლაძე, ჩალაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: თურმანიძე, ფონიავა, ტორაძე, ტაპე, წოწორია, მელიავა, ფაცაცია.

"სპარტაკიდან" გვაცნობეს, რომ "სიონიდან" წასული მცველი მურმან ქურასბედიანი კლუბს შეკრების შემდეგ შეუერთდება. ცხინვალელები კი ათდღიან ურეკულ შეკრებას დღეს დაასრულებენ.

გუშინ გაირკვა, რომ ტურნირს ხაშურის "ივერია" გამოაკლდა, მის ნაცვლად კი რევაზ ძოძუაშვილის სახელობის საფეხბურთო აკადემია ითამაშებს.





.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით სოსო ნაკრებისთვისაც შესაფერისი იქნება.
vaxo
14:18 22-01-2011
0

სიახლეები პოპულარული