ლევან კობიაშვილი: ხელფასს იღებენ ისეთები, ვინც ფედერაციაში საერთოდ არ უნახავთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში პრესკონფერენცია გამართა.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კობიაშვილი შეეხო, ფედერაციაში მომუშავე პერსონალი გახდა. მისი თქმით, სფფ-ში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ფედერაციაში არც კი უნახავთ.

"ძალიან ბევრი გაურკვეველი ადამიანი არსებობს ფეხბურთის ფედერაციაში, რომლებიც ხელფასს იღებენ და მუშაობენ და არავინ არ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. ეს ადამიანები ფედერაციაში საერთოდ არ უნახიათ. სამწუხაროდ, ასეთი კონტრაქტები ბევრია.

ამიტომ ვამბობთ, რომ პირველ რიგში, სისტემას შევცვლით და სტრუქტურას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც მსგავს რაღაცებს გააუქმებს", - თქვა კობიაშვილმა.

ასევე
იხილეთ:

ლევან კობიაშვილი: სფფ-ს ვალები აქვს ბანკთან, უეფასთან და კონტრაქტორებთან
მკითხველის კომენტარები / 9 /
BESO-S: ბესო შენც ხო არ იღებდი ფედერაციაში ხელფასს ან შენი მეუღლე ხომ არ იყო გაფორმებული??? აშკარად ძალიან შეწუხდი ამ ინფორმაციით..
georgiano
19:34 20-10-2015
0
ეეხ კობი მარტო ფედერაციაში კი არა მთელი ქვეყნის გამგეობებში და საკრებულოებში მუშაობს ეგეტი ხალხი და წოვენ ამ საწყალ ქვეყანას და წოვენ მეცოდება ჩვენი საწყალი საქართველო
eeex
19:22 20-10-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული