გიორგი ხარაიშვილზე "ანდერლეხტში", "ბრიუგესა" და "ეინდჰოვენშიც" ფიქრობენ

AutoSharing Option
ბელგიური "ფუტბოლპრემიერის" ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერის, 19 წლის გიორგი ხარაიშვილის თამაშს, არნემის "ვიტესის" გარდა, ყურადღებით აკვირდებიან ბელგიური და ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდები - ერთი მხრივ, "ანდერლეხტი" და "ბრიუგე", ხოლო სხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ ინტერესს იჩენს "პსვ ეინდჰოვენიც".

ცნობილია ისიც, რომ "საბურთალოს" ახალ მთავარ მწვრთნელს, ესპანელ პაბლო ფრანკო მარტინს ძალიან სურს ხარაიშვილის შენარჩუნება და მის გარშემო ძლიერი გუნდის შეკვრა.

როგორც იტყვიან, ვნახოთ, ვისი აჯობებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"