ვნახოთ თუ რა ხდება მეტოქის ბანაკში. გასულ უქმეებზე სლოვაკეთში ახალმა საფეხბურთო სეზონმა აიღო სტარტი. სასტარტო ტურში "დუკლამ" "დუნაისკა სტრედას" უმასპინძლა და 2:0 მოიგო. მარკო კაროლის გუნდმა ორივე
ბოროში - ტურნა, ადამიკი, ვაიდა, სავიჩი - პლევა - პოვაჟანეცი (46. მ. პანჩიკი), პეტერ დურიცა (60. გაიდოში), ჰუჩკო - პავოლ დურიცა, სეიე (67. პიჩი).
"ძალიან გვინდოდა სეზონი მოგებით დაგვეწყო, მაგრამ "ზესტაფონთან" საქართველოში ჩატარებულ თამაშში წაგების შედეგ ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად იყო გატეხილი. მიუხედავად ამისა, ჩემმა გუნდმა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლო. რთული მატჩი გვქონდა, მაგრამ წარმატებით დავასრულეთ. ფეხბურთელებმა ჩემი დავალებების შესრულებას თავი გაართვეს და იმედი მაქვს მომდევნო მატჩებში უკეთ ვითამაშებთ. "დუნაისკა სტრედა" უკანა ხაზზე საიმედოდ გამოიყურებოდა და დაცვიდან ააგო თამაში. "ზესტაფონთან" საპასუხო მატჩის წინ, კარგი რეპეტიცია გვქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "ზესტაფონს" მოგებული განწყობითა და უკეთესი ფსიქოლოგიური მდგომარეობით დავუხვდებით", - პრესასთან საუბარში აღნიშნა "დუკლას" მთავარმა მწვრთნელმა მარკო კაროლმა.
დაბოლოს, 22 ივლისს, "დუკლა"-"ზესტაფონის" მატჩი ბანსკა-ბისტრიცაში "შტიავნიცკიზე", თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. შეხვედრას სერბი მსაჯები გაუძღვებიან. მატჩის არბიტრი დრაგომირ სტანკოვიჩი იქნება.