ჩიხურა-ზიმბრუს მატჩის ტრანსლაციას ქართული კლუბი უზრუნველყოფს

AutoSharing Option
ზესტაფონში საჩხერის "ჩიხურასა" და კიშინიოვის "ზიმბრუს" შორის მატჩი ტელევიზიით არ გადაიცემა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ზესტაფონში 20:00 საათზე დაიწყება.

ვცადეთ, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გაგვეგო მიზეზები, რის გამოც ვერ ხერხდება მატჩის ტრანსლაცია, თუმცა უშედეგოდ - რედაქციაში  არავინ გვიპასუხა.

საჩხერული კლუბის პრესსამსახურის თქმით კი, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "ჩიხურას" "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი უზრუნველყოფს.

თავის მხრივ, Sportall.ge-ც შეეცდება, მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია შემოგთავაზოთ.

- ჩიხურა VS ზიმბრუ - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!..