"ალაშკერტის" მწვრთნელი: შანსებს მაინც 50-50-ზე გადავანაწილებდი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, ერევნის "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა აბრაჰამ ხაშმანიანმა დღეს "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "ალაშკერტი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ ერევნის თბილისის "დინამოს" "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5-10 ლარს შეადგენს.

"მეტოქეს დიდ პატივს ვცემ. რთული იქნება, რადგან "დინამო" ქართული ფეხბურთის ფლაგმანია, მაგრამ შანსებს მაინც 50-50-ზე გადავანაწილებდი. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.

"დინამო"-"არარატის" დაპირისპირებისას მეც ვთამაშობდი "არარატში". მაშინ სხვა დონე იყო, ეს მატჩი
ნამდვილი ზეიმი იყო და სამწუხაროა, რომ დღეს "არარატი" იმ დონეზე აღარაა, რაც ადრე, სამაგიეროდ, "დინამო" ისევ ის ძლიერი "დინამოა"!

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, კარგად ორგანიზებულიცაა და ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.

ჩემპიონატის ფორმატი ისეთივე გვაქვს, როგორიც ქართველებს, ამიტომ ჩვენსავით, ვერც "დინამო" იქნება 100%-ზე მზად. ტრავმები აწუხებს რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს, თუმცა სათადარიგო სკამი ისეთი გვყავს, რომ შეძლებენ შეცვლას.

მართალია, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ უფორვარდოდ თამაშს ნამდვილად არ ვაპირებთ. შემტევი ფეხბურთელების ნაკლებობას არ განვიცდით და ხვალ გადავწყვეტ, თუ რა ტაქტიკას ავირჩევ "დინამოს" წინააღმდეგ სათამაშოდ.

ირაკლი კვეკვესკირიც დავიმატეთ, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მისი შესაძლებლობები და ამიტომ გადავწყვიტეთ მისი შეძენა. კლუბის პრეზიდენტთან ერთად მიზნად გვაქვს დასახული ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც ძალიან დიდი ძალა იქნება როგორც სომხეთში, ისე ევროპაშიც. ამ ეტაპის დაძლევაც ჩვენი მიზანია!

ვისურვებდი, გამარჯვებულის გამოსავლენად ორივე მატჩის გამართვა იყოს საჭირო.

ასევე იხილეთ:

- იურაი იარაბეკი: დიდი სურვილი გვაქვს, შემდეგი ეტაპის საგზური ხვალვე გავინაღდოთ
მკითხველის კომენტარები / 7 /
აუ ალაშკერტი ჩემპიონი რო გახდა ისიც ძალიან გაუმართლა (შესაძლოა ხელიც წააშველეს გარკვეული მიზეზების გამო), მასზე ბევრად ძლიერი შირაქია. თან ეხლა კიდევ დასუსტდა ორმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა გუნი და ვერაფრით გაძლიერდნენ. ამიტომ ჩემი აზრით დინამოს ალაშკერტის გავლა არ უნდა გაუჭირდეს და უფრო მეტიც თბილისშივე მგონია რო გადაწყვიტავენ გასულის ბედს, აი შემდეგი ეტაპის გავლა კი უკვე საკმაოდ ძნელი იქნები იქ ისეთი გუნდები იქნება თავმოყრილი.
dadu
12:51 12-07-2016
0
რატმ მიბლოკავთ კომენტარებს გაგა-სთვის იმდენი რამე დავწერე
svani
12:45 12-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული