თბილისის "დინამომ" პირველ მატჩში "ალაშკერტს" ორბურთიანი სხვაობით სძლია

AutoSharing Option
დღეს, 12 ივლისს, "დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" ჩემპიონთ ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა ერევნის "ალაშკერტის" წინააღმდეგ და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის 49-ე წუთზე დინამოელთა მცველმა უჩა ლობჟანიძემ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, მის ნაცვლად კი იურაი იარაბეკმა ოთარ კიტეიშვილი შეიყვანა. კიტეიშვილის ცვლილელებამ "დინამოზე" დადებითად იმოქმედა - გუნდმა შეტევა გააძლიერა, კიტეიშვილმა კი შემოსვლიდან 6 წუთში, 55-ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით თბილისელები წინ გაიყვანა.

67-ე წუთზე საჯარიმოში ჯაბა ჯიღაურის წაქცევის გამო, "ალაშკერტის" კარში
პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც გიორგი ქვილითაიამ მოახდინა - 2:0. ამის შემდეგ როგორც დინამოელებს, ისე მეტოქე გუნდს კიდევ არაერთი მომენტი შეექმნათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ზუსტად ერთკვირაში, 19 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
გილოცავთ! სულ ასე გამარჯვებულები ვყოფილიყავით)
დვალიშვილმა მაგრად გაამართლა და პაპუნაშვილიც ძირითადშია დასაყენებელი შემდეგ მატჩი ჩემი აზრით!
0
ვულოცავ დინამოს გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას, იმედია მესამე ეტპზეც გავა დ აიქაც წარმატებით იასპარეზებს.
შეიძლებდოა უკეთაც ეთამაშათ, მაგრამ პირველი უსაზიზღრესი ტაიმის მერე მეტს მაინც ევრ მოსთხოვდი ამათ :)
მაგარი დალაგება უნდა გუნდს, ძალიან ნედლია ეს გუნდი ჯერ!
Jango
22:55 12-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული