Kurier: ვენის "რაპიდს" გიორგი ქვილითაია სურს

AutoSharing Option
ავსტრიული Kurier-ის ინფორმაციით, ვენის "რაპიდი" გამალებით ეძებს ცენტრფორვარდს და თვალი თბილისის "დინამოს" ფორვარდ გიორგი ქვილითაიასთვის დაუდგამს.

"193 სმ სიმაღლის ქართველი იდეალური შემცვლელი ჩანს იელიჩის. მან ქართულ ლიგაში 29 მატჩში 24 გოლი გაიტანა. ქართველი საჰაერო დუელებში ძლიერია და თავურით ბევრი გოლის გატანა შეუძლია", - წერს წყარო.

მატეი იელიჩი "რაპიდის" ხორვატი ფორვარდია, რომელსაც სერიოზული ტრავმა აქვს.

"რაპიდის" გერმანელი სპორტული დირექტორი ანდრეას მიულერი უკვე აცხადებდა, რომ კლუბი გამალებით ეძებს იელიჩის შემცვლელს, თუმცა ქვილითაიასთან დაკავშირებით "რაპიდში" კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ცნობისთვის, ამ ზაფხულს 22
წლის ქართველი ფორვარდისადმი ინტერესს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდებს: "კაიზერსლაუტერნს", "ბრაუნშვაიგსა" და "კარლსრუეს", თურქულ "ტრაბზონსფორს", კიევის "დინამოსა" და ბორისოვოს ბატე-საც მიაწერდნენ. მოგვიანებით ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე, თბილისის "დინამოს" არ დატოვებს.

- ახლა გამაყუჩებელიც აღარ მშველოდა - "დინამო" ზაგრებში გიორგი ქვილითაიას გარეშე წავიდა!
მკითხველის კომენტარები / 13 /
ძალიან საეჭვოდ დაემთხვა რაპიდის ინტერესი და ქვილითაიას არ წასვლა ზაგრებში... იმედია რასაც ვფიქრობ ის არ მოხდა
effe
12:24 27-07-2016
0
არა რა რაპიდი არსენალი იხვეწება მაგრამ არ მიდის
gega
01:33 27-07-2016
0

სიახლეები პოპულარული