შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის სასასუხო მატჩს თბილისის "დინამო" "დინამო არენაზე" ხვალ ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.
"ხვალ დღესასწაული გველის. გვაქვს შანსი, ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ კარგი ანგარიში დავაფიქსიროთ. მეტოქე კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ, როგორც ვთქვი, პირველ თამაშში ძალიან კარგად ვითამაშეთ თუ არ ჩავთვლით იმ 3 წუთს, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ და
ზაგრებში ჩვენი მიზანი კარის მშრალად შენახვა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, გავუშვით. მეორე ტაიმში მოედანზე გასატანად გელაშვილი შევუშვი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვერც გავიტანეთ...
თბილისში იმაზე უფრო აქტიურად ვითამაშებთ, ვიდრე ზაგრებში - პირველივე წუთებიდან გოლის გატანას ვეცდებით. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.
მთავარია, ფეხბურთელებს კარგი განწყობა აქვთ. მეტოქე კონტრშეტევაზე რომ ძლიერია, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, შესწავლილი გვაქვს და ჩვენს სტრატეგიას დავუპირისპირებთ", - განაცხადა იარაბეკმა.
იარაბეკთან ერთად პრესკონფერენციას უჩა ლობჟანიძეც დაესწრო.
"მწვრთნელმა კარგად შეისწავლა ჩვენი და მათი თამაშიც. გაანალიზა, რის შემდეგაც რჩევა-დარიგებები მოგვცა. ცუდია, რომ 3-წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გავუშვით. ხდება ასეც... ხვალინდელი მატჩისთვის თითოეული ფეხბურთელი მოემზადა და დანარჩენს თვითონ მატჩი გვეტყვის.
გუნდში მთავარი მწვრთნელია და მისი ასეთი მუხტი ფეხბურთელებზე კარგად აისახება. არის იმედი გამარჯვების. შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა", - განაცხადა ლობჟანიძემ.