Sportall.ge და "ლელო" გიორგი ლორიას მამის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ

AutoSharing Option
მეუღლე მარი ლორია, შვილები ნინო და გიორგი ლორიები, რძალი სალომე კოპალიანი, შვილიშვილები სანდრო ხაბაძე და სალომე ლორია, დები ლალი და მაია ლორიები, მამიდა დოდო ლორია და ნათესავები მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა კინორეჟისორი, უაღრესად კეთილშობილი, გონიერი ადამიანი, სიკეთით და სითბოთი სავსე მეგობარი, საუკეთესო მამა, მეუღლე და ბაბუა - ნუგზარ ლორია.

წავიდა და დატოვა შეუხორცებელი ტკივილი. მაგრამ ამაყი მიდის იმ ქვეყნად, რადგან ქვეყანას დაუტოვა იუმორითა და ნიჭის ბეჭედდასმული შემოქმედება კინოხელოვნებაში და საამაყო შვილი, მეკარე გიორგი ლორია.

რაც მთავარია, დატოვა დიდი სიყვარული მათ
გულებში, ვინც ამ გოლიათ და ბავშვივით კეთილ კაცს იცნობდა. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული.

გაზეთი "ლელო" და Sportall.ge მწუხარებას გამოთქვამენ გიორგი ლორიას მამის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს.

ინფორმაცია:
პანაშვიდები 14-15 აგვისტოს, 15:00 საათიდან;
დაკრძალვა 16 აგვისტოს, 14:00 საათზე;
მისამართი: დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, 29-ე კორპუსი, II სადარბაზო, 1 სართული, ბინა 17.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან სამწუხარო და დასანანია ასეთი ნიჭიერი ადამიანების დაკარგვა, როგორიც ბ-ნი ნუგზარ ლორია იყო... მაგრამ მისი ნამოღვაწარი დიდხანს არ წაშლის მის სახელს ქართულ კინოხელოვნებაში...ნათელში ბრძანდებოდეთ ბატონო ნუგზარ და დიდი მადლობა ყველაფრისათვის.
მზია რატიანი
17:57 14-08-2016
0
ღმერთმა აცხონოს მისი კეთილი სული ! მოსიარულე სიკეთე იყო
კახაბერი
21:18 14-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული