იურაი იარაბეკი: ძალიან მიჭირს საუბარი - შედეგი არაობიექტური იყო...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩი დინამოელები შინ ბერძნულ პაოკ-თან ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

- თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე პაოკ-თან განადგურდა

"ძალიან მიჭირს საუბარი. ფეხბურთელებს ძალიან სურდათ დღეს გამარჯვება, მაგრამ მეტოქეზე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ძლიერი იყო, რომელმაც გოლის გატანა პირველივე ჩაწოდებისთანავე მოახერხა. შედეგი არაობიექტური იყო, რადგან ბიჭებმა პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად ითამაშეს. ზაგრების "დინამოსთანაც" კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რეზულტატი იგივე მივიღეთ...

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ
ბიჭები მონდომებულნი იყვნენ და მე მათი მონდომებით ვარ კმაყოფილი, მაგრამ გამოცდილება და ეფექტიურობა პაოკ-ის მხარეს იყო.

270 წუთი გოლის გარეშე - ეს პრობლემაა. პრობლემა გვაქვს ფორვარდებთან დაკავშირებით და მე ეს პრობლემა კარგად ვიცი...

სათამაშო ტაქტიკა თავიდან ბოლომდე ჩემია. როდესაც დვალიშვილი შემოვიდა მოედანზე, პაპუნაშვილი მარჯვენა ფლანგიდან თამაშობდა. ტაქტიკა მაშინ აგვერია, როცა უჩა ლობჟანიძემ ტრავმა მიიღო - ამან ფეხბურთელთა პოზიციების ცვლა გამოიწვია და ტაქტიკა, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა, ვეღარ განხორციელდა.

ჯერ არ მისაუბრია გუნდის პრეზიდენტთან და არ ვიცი როგორი იქნება ჩემი მომავალი "დინამოში". ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემი მოსვლისას მოთხოვნა საქართველოს ჩემპიონატისა და თასთან მოგებასთან ერთად, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იყო", - განაცხადა იარაბეკმა.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ამ კაცს ნამუსი რომ ქონოდა ზაგრებთან ტამაშის მერე უნდა წასულიყო! არადა ახლაც არაათავისით წამსვლელი
andro
18:31 19-08-2016
0
ვიზე ლაპარაკობ და ვის უწოდებ ,,სარეველას", ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოსო რომ იძახი, შენ რას მიკეთებ? მე კი შენისთანა მართლა სარეველებისაგან ბევრი ვწმინდე ეს ქვეყანა რომ იცოდე! და ორგანულად მძულს ის ხალხი ვინც გვარცხვენს ყველგან და ეს არი დღესდღეობით ჩვენი ფეხბურთი, ერთ რამეში გეთანხმები მხოლოდ ,,ერთი მეორეს არ უშლისო" რომ ამბობ, მაგრამ ჩემპიონატის და მთლიანად ქართული ფეხბურთის გაწმენდის გარეშე არაფერი გამოვა. გამომივიდა დამცველი, ენა დაიმოკლე და შეურაცხჰყოფას ნუ მაყენებ! შე მართლა ოეეეეე...
შენაააა
15:31 19-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული