ანდრეი შევჩენკომ თავისი თაობის სიმბოლურ ნაკრებში კახა კალაძე არ შეიყვანა

AutoSharing Option
უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს, რომელიც კიევის "დინამოსა" და "მილანში" კახა კალაძის თანაგუნდელი იყო, ახლახან მისი თაობის ვარსკვლავთა სიმბოლური ნაკრების შედგენა სთხოვეს. შევჩენკოს რჩეულთა შორის ის ვარსკვლავები უნდა შეეყვანა, რომლებთან ერთადაც ერთ გუნდში ან წინააღმდეგ უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე ვერც შევჩენკოს რჩეულ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა და ვერც - სათადარიგოებში.

ანდრეი შევჩენკოს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი.
მცველები: კაფუ, ჯონ ტერი, ალესანდრო ნესტა, პაოლო მალდინი.
ნახევარმცველები: კაკა, სტივენ ჯერარდი, ზინედინ ზიდანი, ლიონელ მესი.
თავდამსხმელები: რონალდო,
უეინ რუნი.

სათადარიგოები: პეტრ ჩეხი, კარლეს პუიოლი, მიხაელ ბალაკი, ფრენკ ლემპარდი, ანდრეა პირლო, რაიან გიგზი, კრიშტიანო რონალდო.

მომზადებულია fourfourtwo.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 39 /
ისეტი სიმბოლური ნაკრები დაწერა რომ კალაზის ადგილი რათქმაუნდა ვერ იქნებოდა რატომ უნდა შეეყვანა
მიშა
19:37 09-10-2016
0
კომპეტენტურად და არა მეგობრობით შედგენილი ნაკრებია. ძირითადად, ინგლისის და იტალიის ჩემპიონატების მოთამაშეებია, რადგან თვითონ იმ ჩემპიონატებზე თამაშობდა. რუნი და რონალდუ "მანჩესტერში" იყვნენ, სწორად აურჩევია რონალდო(და არა რუნი) ქრისტიანუ რონალდუს ნაცვლად.
კოტე
13:59 05-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული