U19. ოთხთა ტურნირი: ჰოლანდია და საფრანგეთი დაზავდნენ

AutoSharing Option
9 ნოემბერს საქართველოში მიმდინარე "ოთხთა ტურნირის" პირველი მატჩი გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჰოლანდიისა და საფრანგეთის 19-წლამდელთა შეხვედრა ჩატარდა.

თამაში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. თავიდან დაწინაურება ჰოლანდიელებმა შეძლეს, შემდეგ კი ფრანგებმა მცველის შეცდომით ისარგებლეს და ანგარიში გაათანაბრეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.