ზურაბ არზიანი "დილას" ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი ფეხბურთელი საქართველოში ადრეც თამაშობდა, მაგრამ ისეთი დამაჯერებელი არ იყო, როგორც ახლა - 25 წლის საყრდენი ნახევარმცველის პროგრესი აშკარაა.
- ჩემპიონატის ბოლოსკენ "დილა" შეთამაშდა, მაგრამ ეს საკმარისი იქნება "ზესტაფონთან" მოსაგებად?
- მწვრთნელები ყველა შეხვედრაში ერთი და იგივე დავალებას გვაძლევენ - მეტოქეს უნდა შევუტიოთ.
ადრინდელივით დაცვაში ჩამჯდრები არ ვთამაშობთ და მიმაჩნია, რომ გუნდს ისეთი პოტენციალი გააჩნია,
- შემტევი ფეხბურთი ორივე გუნდს უყვარს და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ლამაზ ფინალს ვიხილავთ.
- მეც მგონია, რომ კარგი სანახაობა იქნება. მგონი, მოედანზეც კარგად ჩანს, ერთიანი, შეკრული გუნდი რომ ვართ. ეს განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე შეხვედრაში გამოჩნდა, კარგად შევთამაშდით და ეს არც მიკვირს: "დილაში" ისეთი ფეხბურთელები არიან, მათთან თამაში სასიამოვნოც არის და ადვილიც.
თუმცა, მხოლოდ თასის ფინალში მოგება არ არის ჩვენთვის საკმარისი. ამ შემადგენლობით მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ.
- საამისოდ, მინიმუმ, "დილაში" უნდა დარჩეთ.
- ჯერ ამაზე არ გვილაპარაკია, მაგრამ სავარაუდოთ, ალბათ, ყველანი დავრჩებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
ზესტაფონი VS დილა - საქართველოს თასის ფინალის წინათქმა
გიორგი ჭიაბრიშვილი: ფინალის ბედს გუნდური თამაში გადაწყვეტს
თემურ შალამბერიძე: ძნელი მატჩი იქნება, მაგრამ ჩემი ბიჭების მჯერა
გიორგი ონიანი: დუბლის შესრულების შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებთ
თორნიკე გორგიაშვილი: თასის ფინალში ღია და სანახაობრივ ფეხბურთს ველოდები
მათე ვაწაძე: "ზესტაფონის" დაცვა საქართველოში საუკეთესოა