ტორპედო-სპარტაკი 2:2 - დუბლები, ლამაზი გოლები და თანაბარი შანსები [VIDEO]

AutoSharing Option
ცივ და წვიმიან ამინდში გუნდებმა ისეთი თამაში გააჩაღეს, თქვენი მოწონებული. მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები ბევრს მოძრაობდნენ და დროს, ძირითადად, შეტევაში ატარებდნენ, თუმცა ცხინვალელებისგან მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ - ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდები ქუთათურებს სწრაფი და ძალზე სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ. შედეგად, ორივე კართან მომენტები უხვად იქმნებოდა.

პირველი ათი წუთი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა. სახიფათოდ დაარტყეს სულთანიშვილმა და საბანაძემ, რომელმაც მეორე ტაიმში ულამაზესი გოლიც გაიტანა, თუმცა მანამდე არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო.

Sportall.Geცხინვალელებმა ჯერ თამაში გაათანაბრეს, ხოლო შემდეგ ქუთათურები რამდენჯერმე კონტრშეტევაზე დაიჭირეს. თუხარელს ზედიზედ ორჯერ მიეცა
გოლის გატანის შანსი, მაგრამ ჯერ ჩაფიძის კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა, მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა ქვილითაიას ვერ აჯობა. სტუმრების გარჯამ ნაყოფი მალევე გამოიღო - მორიგი კონტრშეტევისას ფანცხავამ კილასონიას პასით მეკარისგან ახლო კუთხეში გაიტანა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა. მასპინძელთაგან მზევაშვილს, საბანაძეს, ცინცაძესა და ფანცულაიას ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ ხან მეკარე ნანიევი იყო მოწოდების სიმაღლეზე, ანდაც ქუთათურები ვერ ურტყამდნენ ზუსტად.

თავის მხრივ, "სპარტაკიც" არ იყო უქმად. შონიას ძლიერი დარტყმა ქვილითაიამ მოიგერია, ჩაფიძის ეპიზოდში კი ბურთი მცველმა გამოიტანა ცარიელი კარიდან.

მდგომარეობის გამოსასწორებლად ჟერარდ სარაგოსამ შეცვლებს მიმართა - მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოედანზე კუხიანიძე და სანდოხაძე შეუშვა, მოგვიანებით კი მათ კაპანაძეც მიაშველა.

"ტორპედომ" კიდევ უფრო აგრესიულად შეუტია სტუმარს და თამაშის განახლებიდან ორიოდე წუთში ანგარიში საბანაძის ულამაზესი გოლით გათანაბრდა - დაახლოებით 30 მეტრიდან "მოჭრილი" (თან ძლიერი დარტყმით) ბურთი ძელიდან კარში აღმოჩნდა.

საბანაძემ და კუხიანიძემ მორიგეობით კვლავ შეაწუხეს ცხინვალელთა მეკარე, თუმცა ნანიევმა ორივე დარტყმა მოიგერია. ამასობაში, წინ წასულ მასპინძლებს "სპარტაკის" კონტრშეტევა გამოეპარათ - მეკარის შეცდომით ფანცხავამ ისარგებლა, დუბლი გაიფორმა და სტუმრები კვლავ დააწინაურა.

"ტორპედო" მოვლენების ასეთ განვითარებას არ შეურიგდა და გასათანაბრებლად გაიწია. ზედიზედ ორჯერ ახლოს იყო მიზანთან კუხიანიძე, თუმცა მისი სახიფათო დარტყმები მეკარემ მოიგერია. მერე ნანიევმა არც ფანცულაიას გაატანინა, გოროზიას დარტყმა კი მიზანს მცირედით ასცდა.

სამაგიეროდ, კვლავ შეუდარებელი იყო საბანაძე, რომელმაც უბილავას გადაცემას მოხდენილი თავური მიაყოლა და ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში გუნდებმა თითო რეალური საგოლე მომენტი გაცვალეს - ჯერ ბრწყინვალედ ითამაშა გოროზიამ, რომელმაც ხიზანეიშვილი ჩამოიცილა და მახვილი კუთხიდან ხარიხას მოარტყა ბურთი, ბოლოს კი სტუმრებს ჰქონდათ უაღრესად ხელსაყრელი მომენტი, თუმცა ჩაფიძის მიერ ხუთიოდე მეტრიდან დარტყმული ქვილითაიამ ფეხით მოიგერია; დამატებაზე კი კილასონიამ ახლო მანძილიდან ვერ ივარგა, თორემ კარი დაუცველი იყო...

იხილეთ ვიდ
Sportall.Ge

საპასუხო მატჩის წინ 2:2 "სპარტაკისთვის" უფრო ხელსაყრელი ანგარიშია, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ორივე გუნდი ინარჩუნებს.

სხვა მატჩები
გურია-მერანი 1:2
ლოკომოტივი-ჩიხურა 0:3

26 სექტემბერი

16:00 შუქურა-ვიტ ჯორჯია

საპასუხო მატჩები 30 ოქტომბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული