წინა მატჩისგან განსხვავებით ორივე გუნდის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები ვიხილეთ: გარკვეული პაუზის შემდეგ
ეგ კი არა, გია გეგუჩაძემ ჯერ კიდევ შესვენებამდე კიდევ ერთი ტაქტიკური ცვლილება განახორციელა, რამდენიმე ფეხბურთელს პოზიციაც შეუცვალა და "ზესტაფონსაც" სასურველი შედეგის მიღწევა არ გასჭირვებია. თუმცა, ამაში მეტოქემაც "ხელი შეუწყო": "ოლიმპმა" მატჩი მეტ-ნაკლებად აქტიურად კი დაიწყო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, მასპინძლებს, ალბათ, თვითონაც არ სჯეროდათ ძლიერი მოწინააღმდეგის სასურველი ანგარიშით დამარცხებისა. ერთ ეპიზოდში რევაზ გეწაძემ დაარტყა შეუჩერებლად, მეორედ გიორგი ბერიაშვილმა იაქტიურა მეტოქის საჯარიმოში, - აი, ეს იყო სულ. ეგ კი არა, სტუმართა მეკარეს როინ კვასხვაძეს პირველ ტაიმში კი არა, საერთოდ 90 წუთის განმავლობაში, ფაქტობრივად, საქმე არ ჰქონია. რაც შეეხება გრიგოლ ჭანტურიას, ვეტერანმა მეკარემ ერთ ეპიზოდში თავის ოსტატობა გამოამჟღავნა, როცა თორნიკე გორგიაშვილის დარტყმის დროს პოზიცია ზუსტად შეარჩია. სხვათა შორის, პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში ბურთს სტუმრები აკონტროლებდნენ, ნიკოლოზ გელაშვილმაც თავის სპრინტერული თვისებები ერთი-ორჯერ გვიჩვენა და ალბათ, ამის გამოც იყო, "ოლიმპის" ახალგაზრდა მწვრთნელმა თორნიკე მაისურაძემ, გამოცდილი კოლეგის მსგავსად, პირველ ცვლილებას შესვენებამდე რომ მიმართა. თუმცა, მასპინძელთა ჭაბუკ ფორვარდთა "დუეტს" (ჯაბა უგულავა-ვალერი ყაზაიშვილი) "ზესტაფონის" მცველებმა გასაქანი არ მისცეს.
"ფოლადის" სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი გულშემატკივარი შედარებით უკეთესი მეორე ტაიმის მოლოდინში იყო, მაგრამ თამაშის შინაარსი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ მასპინძლები სამბურთიან ჩამორჩენას ვერ აღმოფხვრავდნენ - მეტოქეს საკუთარი მისადგომები საიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი (მორიგი ჩინებული მატჩი ჩაატარა "ზესტაფონის" საყრდენმა ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა); ალბათ, ამის გამოც იყო, რომ "ოლიმპის" ფეხბურთელები საშუალო და შორი მანძილიდან დარტყმებით შეეცადნენ "საერთო სურათის" შეცვლას, მაგრამ გიორგი რეხვიაშვილის, თემურ ღონღაძისა და რევაზ გეწაძის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. არც ის გაგვკვირვებია, მეორე ტაიმში სტუმრებს "ოლიმპის" კარში კი არა, კარის მიმართულებითაც რომ არ დაურტყამთ - დრო ხომ მათ სასარგებლოდ "მუშაობდა". ისე კი, არ დავმალავთ, ამ ორი გამორჩეული გუნდის გუშინდელი დაპირისპირებიდან ბევრად უფრო მეტს მოველოდით; ყოველ შემთხვევაში, ვეღარც გაგვიხსენებია ისეთი მატჩი, 90 წუთის განმავლობაში ორივე გუნდის ფეხბურთელებს... არც ერთი სახიფათო მომენტი რომ არ შეექმნათ! არადა, ამავე გუნდების მონაწილეობით ჩატარებული პირველი სათასო შეხვედრა აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის იყო...
ასეა თუ ისე, ორწლიანი პაუზის შემდეგ "ზესტაფონი" კვლავაც იასპარეზებს ნახევარფინალში; აი, "ოლიმპს" თავის ხანმოკლე ისტორიაში კიდევ ერთი ტიტულის მოპოვების შანსი აქვს - სულ მალე ხომ სუპერთასის მატჩია
ოლიმპი-ზესტაფონი 0:0
(პირველი მატჩი - 0:3)
15.XII.2010. რუსთავი. ფოლადი. 400 მაყურებელი
ოლიმპი ზესტაფონი
4-1-3-2 4-1-4-1
ჭანტურია რ. კვასხვაძე
ღონღაძე კობახიძე
კვახაძე გ. ონიანი
რეხვიაშვილი ხიდეშელი
ჯაფარიძე ელიავა
რაზმაძე დაუშვილი
ქავთარაძე ბენაშვილი
დ. ბოლქვაძე აფციაური
გეწაძე გრიგალაშვილი
ბერიაშვილი გორგიაშვილი
ჯ. უგულავა გელაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
თ. მაისურაძე გ. გეგუჩაძე
ოლიმპი
40. ბერიაშვილი-ყაზაიშვილი
70. ჯაფარიძე-ხოჭოლავა
77. რეხვიაშვილი-ქემოკლიძე
სათადარიგოები: ბედიაშვილი, გ. ჭელიძე, დობროვოლსკი, პარუნაშვილი
ზესტაფონი
40. ხიდეშელი-ბაბუნაშვილი
68. გელაშვილი-წინამძღვრიშვილი
80. აფციაური-გ. მიქაბერიძე
სათადარიგოები: მამალაძე, მაკარიანი, ცხადაია, დვალი.
გაფრთხილება: გელაშვილი (45), რაზმაძე (69), დაუშვილი (80), ელიავა (90).
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი (თბილისი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"