საქართველოს თასის გათამაშებაში ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

AutoSharing Option
20 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წილისყრა გაიმართა.

ნახევარფინალურ ეტაპზე მონაწილეობას უმაღლესი ლიგის 3 და პირველი ლიგის ერთი გუნდი მიიღებს. გუნდები ასე დაწყვილდნენ:

მერანი - ჩიხურა
დინამო თბ - ტორპედო

ნახევარფინალური შეხვედრები 2 ნოემბერს გაიმართება. თასის ფინალი კი, რომელსაც ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, 22 ნოემბერს.

წყარო: gff.ge