26-კაციან სიაში გერმანიაში მოთამაშე ლეგიონერები ჭარბობენ: დორტმუნდის "ბორუსიას" ტრიოსთან (რობერტ ლევანდოვსკი, ლუკაშ პიჟჩეკი, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი) ერთად ჟმუდამ "ვერდერის" მცველ სებასტიან ბიონიშს, "მაინცის" ნახევარმცველ ოიგენ პოლანსკის და "ჰანოვერის" თავდამსხმელ არტურ სობიეხსაც უხმო.
ამ უკანასკნელის სიაში შეყვანა საკმაოდ დიდი სიურპრიზია, რადგან სობიეხს "ჰანოვერში" ძალიან იშვიათად ათამაშებენ. სენსაციაა ისიც, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცი ევროპის ჩემპიონატზე უარს ამბობს "ლილის" ფეხბურთელ ირენეუშ იელენზე, რომელიც აქამდე ჟმუდას გუნდში მთავარი თავდამსხმელის, ლევანდოვსკის
ყველაზე მოულოდნელი მაინც ახალგაზრდა ფეხბურთელების, რაფალ ვოლსკის, მიხალ კუხარჩიკისა (ორივე "ლეგიას" ფეხბურთელია) და მარტინ კამინსკის (ლეხი) გამოძახებაა. თუკი კუხარჩიკს ნაკრებში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, 19 წლის ვოლსკი და 20 წლის კამინსკი დებიუტანტები არიან.
ფრანტიშეკ ჟმუდა საბოლოო, 23-კაციან შემადგენლობას 27 მაისს დაასახელებს. შეგახსენებთ, რომ ევრო 2012-ის ერთ-ერთი მასპინძელი პოლონეთის ნაკრები ჯგუფში საბერძნეთის, რუსეთისა და ჩეხეთის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. 26-კაციანი სია კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი (22 წლის, არსენალი), ლუკაშ ფაბიანსკი (27/არსენალი), პრჟემისლავ ტიტონი (25/ეინდჰოვენი).
მცველები: სებასტიან ბიონიში (25/ვერდერი), კამილ გლიკი (24/ტორინო), მარტინ კამინსკი (20/ლეხი), ტომაშ იოდლოვიეცი (27/პოლონია), დამიენ პერკისი (28/სოშო), ლუკაშ პიჟჩეკი (26/დორტმუნდი), მარტინ ვასილევსკი (31/ანდერლეხტი), იაკუბ ვავრჟინიაკი (28/ლეგია), გრეგორ ვოიტკოვიაკი (28/ლეხი).
ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (26/დორტმუნდი), დარიუშ დუდკა (28/ოსერი), კამილ გროსიცკი (23/სივასი), ადამ მატუშიკი (23/ფორტუნა დიუსელდორფი), ადრიან მიერჟეიევსკი (25/ტრაბზონი), რაფალ მურავსკი (30/ლეხი), ლუდოვიკ ობრანიაკი (27/ბორდო), ოიგენ პოლანსკი (26/მაინცი), მაცეი რიბუსი (22/ტერეკი), რაფალ ვოლსკი (19/ლეგია).
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (23/დორტმუნდი), მიხალ კუხარჩიკი (21/ლეგია), პაველ ბროჟეკი (29/სელტიკი), არტურ სობიეხი (21/ჰანოვერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"