ბერტ ვან მარვიიკმა 36 ჩამოთვალა

AutoSharing Option
7 მაისს ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტის, ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ბერტ ვან მარვიიკმაც დაასახელა. გერმანელი კოლეგისგან განსხვავებით, ჰოლანდიელთა დამრიგებელს მოსამზადებელ შეკრებაზე ძალიან ბევრი, სულ 36 ფეხბურთელი მიჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაისის ბოლოს ამ სიიდან 13 მოთამაშეს ამოაგდებს.

ვან მარვიიკმა უარი თქვა "ჰოფენჰაიმის" 25 წლის გარემარბ რაიან ბაბელსა და მისივე თანაკლუბელ ედსონ ბრააფჰაიდზე (29 წლის, მარცხენა მცველი).

ექსპერტებს ბაბელზე უარის თქმა არ გაუკვირდათ, რადგან მას საშინელი სეზონი ჰქონდა; ბრააფჰაიდს კი, მინიმუმ, გაფართოებულ სიაში ნამდვილად ელოდებოდნენ, რადგან ჰოლანდიის
ნაკრებს ყველაზე მეტად დაცვის მარცხენა ფლანგზე უჭირს.

სამშაბათს და ოთხშაბათს ვან მარვიიკი მოკრძალებულ წვრთნას ჩაატარებს, რადგან ჯერ მხოლოდ ერედივიზიონის ფეხბურთელებს შეკრებს. ჰოლანდიის ნაკრები 17 მაისს ლოზანაში გადაინაცვლებს, სადაც 36-კაციანი სია 27-ამდე შემცირდება. საბოლოო, 23-ფეხბურთელიან შემადგენლობას კი ვან მარვიიკი, სავარაუდოდ, 28 მაისს გამოაცხადებს.

"ნარინჯისფერები" ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ტურში დანიას ხვდებიან (9 ივნისი), მერე გერმანიას (13 ივნისი) და ბოლოს პორტუგალიას (19 ივნისი).

მეკარეები: მარტენ სტეკელენბურგი (რომა), ტიმ კრული (ნიუკასლი), მიჩელ ვორმი (სუონსი), ედვინ მულდერი (ფეიენოორდი), იასპერ კილისენი (აიაქსი).
მცველები: ვურნონ ანიტა (აიაქსი), ხალიდ ბულარუზი (შტუტგარტი), ბილფრედ ბოუმა (ეინდჰოვენი), ურბი ემანუელსონი (მილანი), ჯონ ჰეიტინგა (ევერტონი), ჰედვიგეს მადურო (ვალენსია), იორის მატიისენი (მალაგა), ერიკ პიეტერსი (ეინდჰოვენი), ნიკ ვიერგევერი (ალკმაარი), რონ ვლაარი, სტეფან დე ვრიი (ორივე ფეიენოორდი), გრეგორი ვან დერ ვილი (აიაქსი), იეტრო ვილემსი (ეინდჰოვენი).
ნახევარმცველები: იბრაჰიმ აფელაი (ბარსელონა), მარკ ვან ბომელი (მილანი), ნაიჯელ დე იონგი (მანჩესტერ სიტი), ვესლი სნეიდერი (ინტერი), კევინ სტროოტმანი (ეინდჰოვენი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), გეორგინიო ვიინალდუმი (ეინდჰოვენი).
თავდამსხმელები: კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე), ოლა ჯონი, ლუუკ დე იონგი (ორივე ტვენტე), სიემ დე იონგი (აიაქსი), დირკ კუიტი (ლივერპული), ჯერმაინ ლენსი (ეინდჰოვენი), ლუსიანო ნარსინგი (ჰერენვენი), რობინ ვან პერსი (არსენალი), არიენ რობენი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული