ბლოხინი მოსამზადებელ შეკრებაზე 26 მოთამაშეს წაიყვანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სიიდან 29 მაისამდე სამი ფეხბურთელის ამოშლა მოუწევს. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ბლოხინმა დამატებით რვა ფეხბურთელის სიაც გამოაქვეყნა, რომლებიც შეკრებაზე არ წავლენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მზად უნდა იყვნენ.
ბლოხინის გუნდში, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის 15-იდან 25 მაისამდე თურქეთში მოემზადება, დონეცკის "შახტარის" ხუთი ფეხბურთელი და ორი ლეგიონერია - მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩუკი და
სიაში არ არის "შახტარის" ტრავმირებული მცველი დმიტრი ჩიგრინსკი, მაგრამ უკრაინელებს ამ უკანასკნელის არყოფნაზე მეტად სამეკარეო საკითხი ადარდებთ - როგორც იცით, უკრაინის ნაკრებს ევრო 2012-ზე საუკეთესო სამი კიპერი დააკლდება.
37 წლის პირველი ნომერი ალეკსანდრ შოვკოვსკი (კიევის დინამო) და ანდრეი დიკანი (სპარტაკი) ტრავმირებულები არიან, ხოლო ალეკსანდრ რიბკას (შახტარი) სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და დისკვალიფიცირებულია.
ევროპის ჩემპიონატზე უკრაინელთა პირველი მეკარე, სავარაუდოდ, "შახტარის" კარის დარაჯი ანდრეი პიატოვი იქნება. მასთან ერთად, ბლოხინმა 25 წლის ალეკსანდრ ბანდურას (დონეცკის "მეტალურგი"), 19 წლის მაკსიმ კოვალს (კიევის "დინამო") და 36 წლის ალეკსანდრ გორიაინოვს (მეტალისტი) უხმო.
ბანდურას უკრაინის ნაკრებში არცერთი შეხვედრა არ აქვს ჩატარებული, კოვალი ერთხელ იყო გამოძახებული, ვეტერანმა გორიაინოვმა კი ნაკრების ფორმა პირველად და უკანასკნელად ორი წლის წინ მოირგო.
ყოველი შემთხვევისთვის შერჩეულ რვა ფეხბურთელს შორის კი დებიუტანტებიც არიან: ალეკსანდრ ვოლოვიკი (მეტალურგი) და ალეკსანდრ კოვპაკი (არსენალი).
როგორც უკვე ვთქვით, ამ ფეხბურთელებს ბლოხინი თურქეთში არ წაიყვანს და წასაყვანთა სიას გაგაცნობთ. შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში საფრანგეთთან, ინგლისსა და შვედეთთან ერთად ითამაშებს.
მეკარეები: ანდრეი პიატოვი (შახტარი), ალეკსანდრ გორიაინოვი (მეტალისტი), მაკსიმ კოვალი (დინამო), ალეკსანდრ ბანდურა (მეტალურგი).
მცველები: ალეკსანდრ კუჩერი, იაროსლავ რაკიცკი, ვიაჩესლავ შევჩუკი (სამივე შახტარი), ევგენი ხაჩერიდი, ტარას მიხალიკი (ორივე დინამო), ვიტალი მანდსიუკი (დნიპრო), ევგენი სელინი (ვორსკლა), ბოგდან ბუტკო (ილიჩევეცი).
ნახევარმცველები: ალეკსანდრ ალიევი, დენის გარმაში, ოლეგ გუსევი, ანდრეი იარმოლენკო (ყველა დინამო), ევგენი კონოპლიანკა, რუსლან როტანი (ორივე დნიპრო), სერგეი ნაზარენკო (ტავრია), ტარას სტეპანენკო (შახტარი), ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი).
თავდამსხმელები: არტემ მილევსკი, ანდრეი შევჩენკო (ორივე დინამო), მარკო დევიჩი (მეტალისტი), ანდრეი ვორონინი (დინამო), ევგენი სელეზნიოვი (შახტარი).
რეზერვი: რომან ბეზუსი (ვორსკლა), ალეკსანდრ ვოლოვიკი (მეტალურგი), ედმარი (მეტალისტი), მაკსიმ კალინიჩენკო (ტავრია), ალეკსანდრ კოვპაკი (არსენალი), არტემ ფედეცკი (კარპატი), ანტონ შინდერი (ტავრია), ბოგდან შუსტი (შახტარი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"