ჩეხები გუშინ გუნდის მთავარმა ექიმმა პეტრ კრეიჩიმ დაამშვიდა - მან თქვა, რომ როსიცკის ევრო 2012-ის გამოტოვების საფრთხე აღარ ემუქრება.
31 წლის ნახევარმცველი ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ავსტრიულ შეკრებაზე სამშაბათს შეუერთდა, თუმცა სრული დატვირთვით ჯერ ვერ ვარჯიშობს.
მანამდე ტომაშს ტრავმა გაურთულდა, რის გამოც მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა ყოველი შემთხვევისთვის პლზენის "ვიქტორიას" ფეხბურთელი ვლადიმირ დარიდა გამოიძახა და თქვა, თუ როსიცკი 100 პროცენტით გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, ევროპის ჩემპიონატზე დარიდას
ბილეკი საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობის დასახელებას 29 მაისს აპირებს. 26 მაისს 1996 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონები ავსტრიაში ისრაელთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ხოლო პირველ ივნისს პრაღაში უნგრეთს დაუპირისპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"