პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - პიჟჩეკი, ვასილიევსკი, ბიონიში, პერკისი (69. კამინსკი) - პოლანსკი (46. მატუშიკი), რიბუსი - ბლაშჩიკოვსკი (63. მიერჟეიევსკი), ობრანიაკი (80. ვოლსკი), მურავსკი (46. დუდკა) - ლევანდოვსკი (46. ბროჟეკი).
გოლი: 1:0 პერკისი (30)
ევროპის ჩემპიონატის მასპინძლებმა მეორე ტესტ-მატჩიც მინიმალური ანგარიშით მოიგეს: ლატვიასთან 1:0-ის შემდეგ ფრანტიშეკ ჟმუდას გუნდმა სლოვაკეთის ნაკრებიც ამ ანგარიშით დაამარცხა.
ერთადერთი გოლი ამჯერად მცველის, დამიენ პერკისის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის 30-ე წუთზე ლუკაშ პიჟჩეკის პასით იხეირა.
მომავალ შაბათს პოლონელები ანდორას ხვდებიან და წესით, უკანასკნელ ტესტ-მატჩში უკვე ბევრი გოლი
ფაბიანსკის გარეშე
კვირას ჟმუდამ საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა და ისიც თქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თავისი გუნდის ლიდერებად დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელებს, ლუკაშ პიჟჩეკს, იაკუბ ბლაშჩიკოვსკის და რობერტ ლევანდოვსკის მოიაზრებს.
გაფართოებულ სიას, რომელშიც 26 ფეხბურთელი იყო, პოლონეთის ნაკრების თავკაცმა სამი ფეხბურთელი მოაკლო: კამილ გლიკი (ტორინო), ტომაშ იადლოვიეცი (პოლონია) და მიხალ კუხარჩიკი (ლეგია).
23-კაციან განაცხადში არ არის "არსენალის" მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს (ხუთშაბათს ვარჯიშზე დაშავდა). აღსანიშნავია, რომ ფაბიანსკი პირველ მეკარედ მაინც არ მოიაზრებოდა - პოლონეთის პირველი ნომერი ვოიცეხ შჩესნია.
პოლონეთის ნაკრების საბოლოო განაცხადი:
მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი (არსენალი), პჟემისლავ ტიტონი (ეინდჰოვენი), გრჟეგორჟ სანდომერსკი (გენკი)
მცველები: ლუკაშ პიჟჩეკი (ბორუსია /დ/), მარტინ ვასილიევსკი (ანდერლეხტი), იაკუბ ვავჟინიაკი (ლეგია), მარტინ კამინსკი (ლეხი), გრჟეგორჟ ვოიტკოვიაკი (ლეხი), სებასტიან ბიონიში (ვერდერი), დამიენ პერკისი (სოშო).
ნახევარმცველები: ოიგენ პოლანსკი (მაინცი), დარიუშ დუდკა (ოსერი), ადამ მატუშიკი (ფორტუნა), ადრიან მიერჟეიევსკი (ტრაბზონი), იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (ბორუსია /დ/), ლიუდოვიკ ობრანიაკი (ბორდო), მაცეი რიბუსი (ტერეკი), კამილ გროსიცკი (სივასი), რაფალ მურავსკი (ლეხი), რაფალ ვოკსკი (ლეგია).
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), არტურ სობიეხი (ჰანოვერი), პაველ ბროჟეკი (სელტიკი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"