მაინც ტომაშ როსიცკის გარეშე?

AutoSharing Option
31 მაისს ზუსტად 50 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა 1962 წლის მუნდიალზე პირველი მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიასთან 1:3 წააგო.

1 ივნისს ჩეხეთის ნაკრები უნგრეთთან ტესტ-მატჩს გამართავს, რომელსაც 1962 წლის მსოფლიოს 9 ვიცე-ჩემპიონი დაესწრება.

შეხვედრის შემდეგ ვეტერანები ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდებიან და ახალგაზრდა კოლეგებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს უსურვებენ.

ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ცუდი კი ის არის, რომ ევრო 2012-ზე ჩეხების ლიდერისა და კაპიტნის, ტომაშ როსიცკის თამაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

"ჯერჯერობით გადაჭრით ვერაფერს ვამბობთ. არ არსებობს იმის გარანტია, რომ ტომაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს," - განაცხადა გუშინ ჩეხეთის ნაკრების ფიზიოთერაპევტმა პაველ კოლაჟმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული