ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, ვლაარი, ვილემსი (78. სხაარსი) - ვან ბომელი (57. ვან დერ ვაარტი), ნ. დე იონგი - რობენი (82. ნარსინგი), სნეიდერი (70. კუიტი), აფელაი - ვან პერსი (57. ჰუნტელაარი).
ჩრდ. ირლანდია (4-2-3-1): კემპი (46. რ. კეროლი) - ჰოჯსონი, დაფი (62. მაკერდლი), მაკპეიკი, ლაფერტი (46. მაკგივენი) - კლინგანი, ნორდვუდი - ლიტლი (56. მაკგინი), მაკკანი (46. კერსონი), ფერგიუსონი (81. ჰილი) - გრიჯი.
გოლები:L1:0 ვან პერსი (11), 2:0 სნეიდერი (15), 3:0 ვან პერსი (29-პენ), 4:0
მაყურებელი: 50 000
როგორც მოსალოდნელი იყო, ჰოლანდიის ნაკრებმა ბოლო ტესტ-მატჩში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ამსტერდამის პუბლიკა გოლების წვიმით გაანებივრა.
ნარინჯისფერებმა ექვსი გოლი გაიტანეს და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატს კარგ ფორმაში და კარგ ხასიათზე ხვდებიან. ხასიათი მხოლოდ კლაას-იან ჰუნტელაარს არ გამოუსწორდა!
როგორც იცით, "შალკეს" ფორვარდმა გასული კვირის მიწურულს დაიწუწუნა, ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვიმსახურებ და არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო ამაზე მეტი, რომ ვან მარვიიკმა მათამაშოსო.
ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ისევ სათადარიგოთა სკამზე, უკიდურესად უკმაყოფილო სახით იჯდა. მისმა კონკურენტმა რობინ ვან პერსიმ კი დუბლი შეასრულა და სასტარტო შემადგენლობაში პოზიცია აშკარად განიმტკიცა.
ვან მარვიიკი ჰუნტელაარს აიმედებს
ვან მარვიიკმა ჰუნტელაარი მოედანზე 57-ე წუთზე შეუშვა და მას მერე ჰოლანდიელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს, რომელიც ვლაარის ანგარიშზეა.
"ჰუნტელაარის განწყობა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია - როგორც ყველა პროფესიონალს, მასაც თამაში უნდა, მაგრამ ახლა ვან პერსი უკეთეს ფორმაშია. შაბათს კლაას-იანს ვუთხარი, რომ მას შანსი აუცილებლად მიეცემა.
არასდროს მითქვამს, რომ ვან პერსის ძირითადში თამაში განაღდებული აქვს," - განაცხადა მატჩის შემდეგ ვან მარვიიკმა.
3 ივნისს ჰოლანდიელებმა დაისვენეს, დღეს კი კრაკოვისკენ აიღებენ გეზს - ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ნარინჯისფერები სწორედ ამ ქალაქში იქნებიან დაბანაკებულნი.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდია ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 9 ივნისს, დანიას ხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"