ევრო 2012. პოლონეთის ნაკრები. რობერტ ლევანდოვსკის მაკრატელა

AutoSharing Option
პოლონეთი-ანდორა 4:0
პოლონეთი (4-4-1-1): შჩესნი - პიჟჩეკი (46. ვოიტკოვიაკი), ვასილიევსკი, ბიონიში, პერკისი - ბლაშჩიკოვსკი, პოლანსკი (79. გროსიცკი), მურავსკი (58. დუდკა), რიბუსი (46. ვოლსკი) - ობრანიაკი (58. მიერჟეიევსკი) - ლევანდოვსკი (58. სობიეხი).
გოლები: 1:0 ობრანიაკი (13), 2:0 ლევანდოვსკი (37), 3:0 ბლაშჩიკოვსკი (39-პენ), 4:0 ვასილიევსკი (77-პენ)
მაყურებელი: 37 000

პოლონეთის ნაკრებმა ანდორასთან იოლად მოიგო, მაგრამ კითხვის ნიშნები მაინც დატოვა. საქმე იმაშია, რომ საფეხბურთო პოლონეთი უსუსტეს მეტოქესთან მინიმუმ 4 გოლზე მეტს მაინც ელოდა, მაგრამ იმედები ამჯერადაც გაუცრუვდა: ფრანტიშეკ ჟმუ
დას გუნდმა ანდორას მხოლოდ ოთხი გაუტანა და აქედან ორი პენალტით.

ანგარიში პოლონელთა გამთამაშებელმა ობრანიაკმა მე-13 წუთზე გახსნა, მერე კი, პირველივე ტაიმში, დორტმუნდელებმა რობერტ ლევანდოვსკიმ და იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ (თერთმეტმეტრიანით) სხვაობა სამამდე გაზარდეს. მეორე ტაიმში ვასილიევსკიმ (ასევე პენალტით) მეოთხე გოლიც გაიტანა.

განსაკუთრებით თვალსასეირო დორტმუნდის "ბორუსიას" გოლეადორისა და "პოლონელ ტორესად" წოდებული ცენტრფორვარდის, ლევანდოვსკის გოლი გამოდგა, რომელმაც მაკრატელა დარტყმით იხეირა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრები ჯგუფში საბერძნეთთან, რუსეთსა და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს. რას უნდა ველოდოთ ჟმუდას გუნდისგან ევრო 2012-ზე? ფაქტია, რომ პოლონეთი დაცვაში კომპაქტურად დგას და ამ გუნდისთვის გოლის გატანა რთულია, მაგრამ ტესტ-მატჩებში ისიც გამოჩნდა, რომ პოლონელებს წინა ხაზზე კრეატიულობა აკლიათ და უმეტესად ერთფეროვნად (მაღალი პასები ლევანდოვსკისკენ) უტევენ.

ფაქტია, რომ პოლონეთს ჯგუფიდან გასვლა ხელეწიფება. ამაზე მეტს კი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები, ალბათ, არ უნდა ელოდონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული