დანია (4-3-3): ანდერსენი - იაკობსენი, კიაერი (46. ბიელანდი), აგერი (63. ოკორე), ს. პოულსენი (74. ვასი) - კვისტი (83. ი. პოულსენი), ერიკსენი (68. კალენბერგი), ზიმლინგი - რომედალი, ბენდტნერი, კრონ-დელი (74. მიკელსენი).
ავსტრალია (4-4-2): შვარცერი - ნორთი, ნეილი, სპირანოვიჩი, მაკკაი - უილკშირი (69. კრუსე), იედინაკი (66. მილიგანი), ბრეშიანო (74. კილკენი), ბროსკე - კიუელი (69. ტ. კეჰილი), ტომპსონი (66. გარნი).
გოლები: 1:0 აგერი (32-პენ), 2:0 ბიელანდი (68)
მაყურებელი: 40 000
დანიის ნაკრებმა თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა: რუსეთსა (0:2) და ბრაზილიასთან (1:3) წაგებების შემდეგ,
თუმცა 1992 წლის ევროპის ჩემპიონებს ამ შეხვედრაშიც შეეტყოთ, რომ დაცვაში მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგანან.
დანიელები 32-ე წუთზე თავისივე მოპოვებული პენალტით მცველმა დანიელ აგერმა დააწინაურა და ამ უკანასკნელმა მეორე გოლშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა - ანგარიში ორამდე მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა "ნორდსიელანდის" თავდამსხმელმა, ანდრეას ბიელანდმა გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ დანიის ნაკრების კარს ამ მატჩში ფრანგული "ევიანის" მეკარე სტეფან ანდერსენი იცავდა.
ძირითადი კიპერის, თომას სიორენსენის დაშავების შემდეგ დანიელთა მთავარი მწვრთნელი მორტენ ოლსენი დიდხანს არ ამბობდა, ვინ დაიცავდა ევროპის ჩემპიონატზე გუნდის კარს. ახლა კი ცხადი გახდა, რომ უპირატესობას სწორედ ანდერსენს ანიჭებს.
ანდერს ლინდეგაარდი მეორე მეკარე იქნება; მესამე ნომრად კი ოლსენს ევრო 2012-ზე ლეგენდარული პეტერ შმაიხელის შვილი, კასპერ შმაიხელი მიჰყავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"