ორიოდე დღის წინ ტრაპატონის ასისტენტმა მარკო ტარდელიმ განაცხადა, რატომღაც მგონია, რომ პირველ ტურში ხორვატიასთან ფრეს ვითამაშებთ, მერე კი იტალიასაც მოვუგებთ და ესპანეთსაცო.
4 მაისს 73 წლის იტალიელ სპეციალისტს ტარდელის ამ ნათქვამზე კომენტარი სთხოვეს და აი, რა თქვა ჯოვანიმ: "მარკო უდიდესი ენთუზიასტია იმ ადამიანებს შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია. ტარდელი ყოველთვის მეოცნებე იყო და დღესაც ოცნებობს.
ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი სპეციალისტი ირლანდიასა (მალეჰიდში) და იტალიაში (მონტეჩატინი) გავლილი მოსამზადებელი შეკრებებით კმაყოფილია.
"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი უკვე ძალიან კარგადაა შეთამაშებული - ბიჭები ერთმანეთს თვალდახუჭულები უგებენ, რაც ჩემთვის, ფაქტობრივად, იმის გარანტიაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თავს არ შევირცხვენთ," - უთხრა ტრაპატონიმ ჩვენს ირლანდიელ კოლეგებს და იქვე დასძინა, რომ მეოთხედფინალში გასვლაზე ოცნება რეალურია.
ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელები
მწვრთნელი ნაკრები ტურნირი ასაკი წელი/დღე
ჯოვანი ტრაპატონი ირლანდია ევრო 2012 73 წელი/86 დღე
ოტო ბარიჩი ხორვატია ევრო 2004 71/2
ლუის არაგონესი ესპანეთი ევრო 2008 69/337
ოტო რეჰაგელი საბერძნეთი ევრო 2004 69/215
ვუიადინ ბოშკოვი იუგოსლავია ევრო 2000 69/40
კარელ ბრიუკნერი ჩეხეთი ევრო 2008 68/215
ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელები
მწვრთნელი ნაკრები ტურნირი ასაკი წელი/დღე
სრეჩკო კატანეცი სლოვენია ევრო 2000 36/333
მიშელ პლატინი საფრანგეთი ევრო 1992 36/355
ფრანკ რიიკაარდი ჰოლანდია ევრო 2000 37/255
მირჩა ლუჩესკუ რუმინეთი ევრო 1984 38/321
სლავენ ბილიჩი ხორვატია ევრო 2008 39/271
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"