უნგრეთი (4-2-3-1): ბოგდანი - ვარგა, კორშმარი, მეჟაროსი, ჰალმოსი (69. კადარი) - კომანი, პინტერი (46. ვანჩაკი) - გიურჩო (86. კოლტაი), შაკალი (66. საბიჩი), ჯუჯაკი - სალაი (79. ნემეთი).
ირლანდია (4-4-2): გივენი (46. უესტვუდი) - ო’ში, დანი, ლეჯერი, უორდი - დაფი (63. ჰანტი), უელანი (84. გრინი), ენდრიუზი (65. გიბსონი), მაკგიდი - კინი (60. კოქსი), დოილი (46. უოლტერსი).
გაფრთხილება: კორშმარი - უორდი
მაყურებელი: 45 000
ირლანდიის ნაკრების იტალიელი დამრიგებლები, მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი და ასისტენტი მარკო ტარდელი ევროპის ჩემპიონატის წინ ოპტიმისტურად არიან
მართალია, მატჩს უდიდესი ავდარი დაემთხვა, რის გამოც თამაში 20-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო და ფაქტია ისიც, რომ ირლანდიელები მთელი 90 წუთის მანძილზე დიდი მონდომებით იბრძოდნენ, მაგრამ მონდომების მეტი, ფაქტობრივად, ვერაფერი გვაჩვენეს.
თავიდან ტრაპის ბიჭები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, მერე კი უნგრელები გახდნენ მთავარი ინიციატორები.
მეორე ტაიმში ირლანდიელებმა უფრო მოინდომეს, მაგრამ წინა შეტევაში მაინც არაფერი გამოუვიდათ: ვერც ხეირიანი კომბინაციები გაითამაშეს და საგოლე მომენტებიც თითქმის არ შეუქმნიათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"