ეს უკანასკნელი ათი დღის წინ, ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:2) დაშავდა და მას მერე სრული დატვირთვით არ ვარჯიშობდა.
32 წლის ცენტრალურ მცველს ტრავმა არ გაუმიზეზდა და დანიასთან, ალბათ, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს.
"მატეისენი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, დანიასთან
სამაგიეროდ, ვერ ივარჯიშა ნარინჯისფერების კიდევ ერთმა მცველმა ჯონ ჰეიტინგამ, თუმცა ვან მარვიიკის თქმით, ეს გადაწყვეტილება მან სიფრთხილის გამო მიიღო.
"მწვრთნელმა სამედიცინო შტაბთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ დავესვენებინე. ძალიან დამღლელი სეზონი მქონდა და მძიმე დატვირთვები გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული," - აღნიშნა "ევერტონის" ფეხბურთელმა.
ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგები წერენ, ფეხბურთელებს ეტყობათ, რომ კარგ ხასიათზე არიან და დანიასთან მატჩს მოუთმენლად ელოდებიანო. "ძალიან კარგი პირობები გვაქვს - სასტუმროც შესანიშნავია და სავარჯიშო მოედანიც.
ერთი სული გვაქვს, როდის მოვა შაბათი. დანიასთან ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ," - ეს ჰოლანდიელთა კაპიტნის, მარკ ვან ბომელის სიტყვებია.
ვან პერსი დუმს, ჰუნტელაარიც აღარ საუბრობს
რობინ ვან პერსისა და კლაას-იან ჰუნტელაარის კონფლიქტთან დაკავშირებით ახალი არაფერია. მათ შორის სერიოზული დაპირისპირება არც ყოფილა; უბრალოდ, როგორც იცით, ჰუნტელაარმა უდიდესი უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ვან მარვიიკი ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებს და ორი ცენტრფორვარდით თამაშზეც უარს ამბობს, რაც ვან პერსის და ჰუნტელაარს არა ერთმანეთის კონკურენტებად, არამედ თანამოაზრეებად გამოიყვანდა.
ჰუნტელაარს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ან აღარ სურს, ანაც ლაპარაკი აუკრძალეს. მართალია, "შალკეს" გოლეადორი და ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ჟურნალისტებს ესაუბრება, მაგრამ ახალს არაფერს ამბობს:
"ამ თემაზე უკვე ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ყველამ გაიგო, რომ გაბრაზებული და ნაწყენი ვარ. ახლა კი, სიმართლე გითხრათ, ამაზე ლაპარაკით უკვე დავიღალე," - აცხადებს ჰუნტელაარი.
შეგახსენებთ, რომ დანიასთან მატჩის შემდეგ ჰოლანდიელებს მეორე ტურში (ოთხშაბათს) გერმანიასთან დუელი ელით, ხოლო 17 ივნისს პორტუგალიას შეხვდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"