"ჩვენ ძალიან გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დანიამ ჩვენით იამაყოს. იმედი მაქვს, რომ ამ ტურნირზე 4, 5 ან 6 მატჩს ჩავატარებთ," - აცხადებს დანიელთა მთავარი დამრტყმელი ძალა, 24 წლის თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი.
ვეტერანი წინახაზელი დენის რომედალი კი ჰოლანდიის ნაკრებს
სხვათა შორის, დანიის ნაკრების დამარცხებაც არ არის იოლი და ჰოლანდიელებსაც კარგი დღე უნდა გაუთენდეთ იმისათვის, რომ ჩვენთან სამი ქულა აიღონ," - ამბობს 33 წლის რომედალი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში დანიის ნაკრების თავკაცი მორტენ ოლსენი გუნდს ყოველთვის დახურულ კარს მიღმა ავარჯიშებს. ვის რას უმალავს ოლსენი, ეს შაბათს გამოჩნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"