ჰოლანდია VS დანია - მოდი, ვნახოთ ჰოლანდია

AutoSharing Option
სიკვდილის ჯგუფს 9 ივნისს ჰოლანდიისა და დანიის ნაკრები გუნდების მატჩი გახსნის. დანიელები ამ კომპანიაში აუტსაიდერებად არიან შერაცხულნი, თუმცა მათ მთავარ მწვრთნელ მორტენ ოლსენს ამ სიტყვის გაგონება არ უნდა - მისი თქმით, დანია დაამტკიცებს, რომ ტყუილად და ნაადრევად ჩამოწერეს.

თავის მხრივ, ჰოლანდიასაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი - პირველ რიგში კი ის, რომ ნარინჯისფრები სამართლიანად მოიაზრებიან ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტებად.

18 წლის ვილემსის დებიუტი
ჰოლანდიელთა თავკაცი ბერტ ვან მარვიიკი ნაცად ტაქტიკურ სქემას (4-2-3-1) აირჩევს და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე 18
წლის იეტრო ვილემსს ათამაშებს, რომელსაც ჰოლანდიის ნაკრების ფორმა ოფიციალურ მატჩებში აქამდე არასდროს მოურგია.

დაცვის ცენტრში ჰოლანდიელებს სერიოზული პრობლემა აქვთ: მატჩის წინა დღეს იორის მატეისენის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა და ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების რწმენით, მას ვეტერანი ვილფრიდ ბოუმა შეცვლის.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშისთვის გაჩაღებული დავა კი, როგორც იცით, ვან მარვიიკმა ჰუნტელაარის საწინააღმდეგოდ და ვან პერსის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

დანიელთა იმედი ბენდტნერია
დანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად ვიხილავთ კრისტიან ერიკსენს. "აიაქსის" 20 წლის ტალანტი ცუდ ფორმაშია, მაგრამ ოლსენი მას მაინც ენდობა.

დანიელთა კარს კი სტეფან ანდერსენი დაიცავს, რადგან ძირითადი მეკარე თომას სიორენსენი მძიმედ დაშავდა და განაცხადიდან დროულად ამოიღეს. ოლსენმა ევროპის ჩემპიონატზე მის ნაცვლად ლეგენდარული პეტერ შმაიხელის შვილი, კასპერ შმაიხელი წაიყვანა.

წინა ხაზზე დანიელები ნიკლას ბენდტნერის იმედად არიან, რომლის პასებით მომარაგება ვეტერან დენის რომედალს და მიქაელ კრონ-დელის დაევალებათ.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯფუფი. I ტური
ხარკოვი. მეტალისტი. 9 ივნისი. 20:00
ჰოლანდია-დანია
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მატეისენი (ჰოლანდია)

ბოლო ხუთი მატჩი
ჰოლანდია
ჰოლანდია-ჩრდ. ირლანდია 6:0
ჰოლანდია-სლოვაკეთი 2:0
ჰოლანდია-ბულგარეთი 1:2
ინგლისი-ჰოლანდია 2:3
გერმანია-ჰოლანდია 3:0

დანია
დანია-ავსტრალია 2:0
დანია-ბრაზილია 1:3
დანია-რუსეთი 0:2
დანია-ფინეთი 2:1
დანია-შვედეთი 2:0

სავარაუდო შემადგენლობები
ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, ბოუმა, ვილემსი - ვან ბომელი, ნ. დე იონგი - რობენი, სნეიდერი, აფელაი - ვან პერსი.
დანია (4-2-3-1): ს. ანდერსენი - იაკობსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი - კვისტი, ზიმლინგი - რომედალი, ერიკსენი, კრონ-დელი - ბენდტნერი.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
გერმანია VS პორტუგალია - სიკვდილის ჯგუფის პირველი სუპერჯახი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული