"მიშელ პლატინი ევროპის მთავარი სუტენიორია!" - ფემენი Euro 2012-ის წინააღმდეგ [+VIDEO]

AutoSharing Option
მორიგი აქცია ფემენის აქტივისტებისგან. შიშველი გოგონები "ევრო 2012"-ის ჩატარების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოვიდნენ.  ისინი ფეხბურთის ფანებს ვარშავის ნაციონალური სტადიონის შესასვლელთან ქაფითა და ცეცხლმაქრებით დახვდნენ და მათ თამაშზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

აქტივისტები, შიშველ სხეულზე წარწერით Fuck Euro, ვარშავის პოლიციამ მალევე დააკავა.

ფემენი უეფას გარყვნილების პროპაგანდაში სდებს ბრალს. აქტივისტების თქმით მიშელ პლატინი ევროპის მთავარი სუტენიორია და უეფა კი სექს ინდუსტრიის მთავარი ლოკომოტივი ხდება იმ ქვეყნებში, სადაც ჩემპიონატი ტარდება.

იხილეთ ვიდეო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული