კერძოდ, მეორე გოლის აღნიშვნისას მან მაისურა აიწია და ქვედა საცვალი გამოუჩნდა, რომელზეც ერთ-ერთი ტოტალიზატორის სახელი ეწერა. დანიელთა გოლეადორს ახლა ამის გამო უეფასგან ფულადი ჯარიმა ელის, რადგან მოედანზე ფეხბურთელთა მხრიდან ნებისმიერი სახის რეკლამა სასტიკად აკრძალულია.
"რომელიმე ფირმისთვის რეკლამის გაკეთება არ მინდოდა. ეს საცვალი ჩემმა მეგობარმა მაჩუქა, თილისმასავით გქონდეს, წარმატებებს მოგიტანსო და ამიტომაც მეცვა," - განაცხადა ბენდტნერმა, მაგრამ ცხადია, არაა გამორიცხული, რომ მისი მიზანი
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ხსენებული ირლანდიური ფირმის პრესმდივანმა კენ რობერტსონმა სოციალურ ქსელ თვითერზე დაწერა, ნიკლას ბენდტნერით ყველანი ვამაყობთო...
ზიმლინგის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშაა
თუმცა დანიის ნაკრებს სხვა, უფრო სერიოზული პრობლემაც აქვს: ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, გერმანიასთან, დანიელთა მთავარი მწვრთნელი მორტენ ოლსენი ვეტერან გარემარბ დენის რომედალს ვერ გამოიყენებს.
33 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში 118 თამაში აქვს ჩატარებული, პორტუგალიასთან შეხვედრაში დაშავდა და მე-60 წუთზე შეცვალეს.
"რომედალის არყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნება. გერმანიასთან უმნიშვნელოვანეს მატჩში მისი გამოცდილება ძალიან გამოგვადგებოდა," - დამწუხრებულია ოლსენი.
...და ეს ყველაფერი არ არის: კითხვის ნიშნის ქვეშაა საყრდენი ნახევარმცველის, ნიკი ზიმლინგის ასპარეზობაც, რომელიც პორტუგალიასთან მე-16 წუთზე გახდა შესაცვლელი. თუმცა ოლსენის თქმით, 27 წლის ზიმლინგს ჯერ კიდევ აქვს მომჯობინების შანსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"