"ვან მარვიიკის გათავისუფლებას არ ვაპირებთ. მიმაჩნია, რომ მან კიდევ ერთი შანსი დაიმსახურა და თანამდებობაზე უნდა დარჩეს," - უთხრა ვან ოოსტვეენმა ჰოლანდიურ პრესას. ჰოლანდიური ფეხბურთის ბოსი ვან მარვიიკის გუნდის კრახს კატასტროფის ტოლფასად მიიჩნევს, მაგრამ ამაში მწვრთნელს ყველაზე ნაკლებად ადანაშაულებს.
"არცერთი ქულა, ხუთი გაშვებული გოლი - ჰოლანდიის ნაკრებს დიდ ტურნირზე ასე
ეს არის მწვრთნელი, რომელმაც ჩვენს გუნდს ორჯერ აბსოლუტურად უპრობლემოდ გადაალახვინა საკვალიფიკაციო ეტაპი და 2010 წელს ჰოლანდია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.
მისი დამსახურებები არ უნდა დაგვავიწყდეს და სხვათა შორის, კონტრაქტი 2016 წლამდე სპეციალურად გავუხანგრძლივეთ. მიმაჩნია, რომ ვან მარვიიკი კვლავაც სწორი არჩევანია," - განაცხადა ბერტ ვან ოოსტვეენმა და იქვე დასძინა, მომდევნო ტესტ-მატჩამდე (15 აგვისტო: ჰოლანდია-ბელგია) ბერტს აუცილებლად დაველაპარაკები და ევრო 2012-ზე განცდილ კრახს ერთად გავაანალიზებთო.
ვან მარვიიკი: შეცდომები დავუშვი!
თავად ვან მარვიიკმა პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ აღიარა, რომ შეცდომები დაუშვა და იქვე დასძინა, ამ სირცხვილისთვის პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებო.
"პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და შეცდომებსაც ვაღიარებ, - აღნიშნა ჰოლანდიელთა დამრიგებელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, - საერთო ჯამში ძალიან ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ საგოლე მომენტებს ვერ ვიყენებდით.
თანაც, უმარტივესი გოლები გავუშვით. მოკლედ, ფეხბურთელებმაც და მეც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ახლა არ მკითხოთ, გადადგომას ხომ არ აპირებო. ამ წუთას ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს".
მიუხედავად ფედერაციის პრეზიდენტის ასეთი განცხადებებისა, ჰოლანდიურ პრესაში მაინც დაიწყო სპეკულაციები ვან მარვიიკის შესაძლო შემცვლელის შესახებ. ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების აზრით, თუ ვან მარვიიკი თავისი ნებით გადადგება ან მაინც გაათავისუფლებენ, ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის უმთავრესი კანდიდატი რონალდ კუმანი იქნება.
ეს უკანასკნელი როტერდამის "ფეიენოორდს" წვრთნის და ამ გუნდის სპორტულმა დირექტორმა მარტინ ვან გეელმა განაცხადა, კუმანს არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"