ბერძნები ბობოქრობენ: მოემზადე, ანგელა!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრები მეოთხედფინალში საბერძნეთს შეხვდება და სრულიად საბერძნეთი ამ მატჩისთვის ემზადება. გასაგები მიზეზების გამო ამ მატჩმა პოლიტიკური დატვირთვაც მიიღო - ამ მხრივ ფრონტის ხაზი, როგორც მოსალოდნელი იყო, ბერძნებმა გახსნეს. ბერძნული ჟურნალ-გაზეთები გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ემუქრებიან!

"ესეც ასე, გერმანელებო! თქვენი მევალეები მეოთხედფინალში გავედით. ანგელა, მოემზადე!" - წერდა ბერძნული სპორტული გაზეთი "სპორტი".

ამ გამოცემას არც "გოლ ნიუსი" ჩამორჩა: "მოგვგვარეთ მერკელი! თქვენ ვერასდროს გააგდებთ საბერძნეთს ევროზონიდან!"

ცეცხლზე ნავთი "მეტრო სპორტმაც" დაასხა: "გერმანელებს ჩვენი დაჩაგვრა სურთ? ჩვენ მათ მოედანზე ავაფეთქებთ!" - წერდა ხსენებული
გამოცემა.

მოსალოდნელ "ომთან" დაკავშირებით კომენტარი მიხაილ სიფაკისმაც გააკეთა: "ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ ხოლმე თავს მაშინ, როდესაც ყველა ჩვენს წინააღმდეგაა. ბერძნები სწორედ ასეთ დროს ვართ ყველაზე ძლიერები. რუსებმა ეს უკვე იგემეს, ახლა გერმანიის რიგია!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული