მიშელ პლატინი: ხორვატიის ნაკრებს რამდენიმე ასეული უკანალი დაჰყვება

AutoSharing Option
მიუხედავად ჯგუფში ჩარჩენისა, თამამად უნდა ითქვას, რომ ხორვატიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რასაც ვერ ვიტყვით სლავენ ბილიჩის გუნდის ულტრას ქომაგებზე, რომლებმაც სამივე მატჩის დროს პეტარდები დაანთეს, იტალიასთან შეხვედრისას კი "სკუადრა აძურას" შავკანიან ფორვარდ მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს - მოედანზე ბანანები გადმოუყარეს.

ეს ძალიან ცუდი საქციელია, მაგრამ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის მაინც არ აძლევს იმის უფლებას, რომ ხორვატიის ნაკრების თუნდაც უკიდურესად ულტრასი ქომაგები უშვერი სიტყვებით ლანძღოს...

"ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი ატმოსფეროა და ყველაფერს ხორვატიის ნაკრების ფანები აფუჭებენ. უფრო სწორად,
აფუჭებდნენ! ამას ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეულ ჯგუფში მხოლოდ იდიოტები არიან თავმოყრილნი, - განაცხადა 19 ივნისს პლატინიმ, - ერთი წლის წინ ხორვატიაში ვიმყოფებოდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მუშაობით უკმაყოფილო ვარ.

ფაქტია, რომ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ როცა ამ სიმპათიურ გუნდს რამდენიმე ასეული უკანალი დაჰყვება, ეს უკვე მიუღებელი და აუტანელია.

ეს რომ პირველი შემთხვევა იყოს, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ წლებია, ხორვატი ულტრასები ასე ამაზრზენად იქცევიან და ფედერაციამ ეს პრობლემა ვერაფრით მოაგვარა".

შეგახსენებთ, რომ პლატინი ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციას შარშან პრობლემატური ფანების გამო დისკვალიფიკაციით დაემუქრა, ხორვატიაში ვიზიტის დროს კი თვით ქვეყნის პრეზიდენტ ივო იოსიპოვიჩს სთხოვა, ეს პრობლემა მოაგვარეთო...

პლატინიმ პირი აიმყრალა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცია :)
pirkusha
14:40 20-06-2012
0

სიახლეები პოპულარული