ეს ძალიან ცუდი საქციელია, მაგრამ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის მაინც არ აძლევს იმის უფლებას, რომ ხორვატიის ნაკრების თუნდაც უკიდურესად ულტრასი ქომაგები უშვერი სიტყვებით ლანძღოს...
"ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი ატმოსფეროა და ყველაფერს ხორვატიის ნაკრების ფანები აფუჭებენ. უფრო სწორად,
ფაქტია, რომ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ როცა ამ სიმპათიურ გუნდს რამდენიმე ასეული უკანალი დაჰყვება, ეს უკვე მიუღებელი და აუტანელია.
ეს რომ პირველი შემთხვევა იყოს, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ წლებია, ხორვატი ულტრასები ასე ამაზრზენად იქცევიან და ფედერაციამ ეს პრობლემა ვერაფრით მოაგვარა".
შეგახსენებთ, რომ პლატინი ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციას შარშან პრობლემატური ფანების გამო დისკვალიფიკაციით დაემუქრა, ხორვატიაში ვიზიტის დროს კი თვით ქვეყნის პრეზიდენტ ივო იოსიპოვიჩს სთხოვა, ეს პრობლემა მოაგვარეთო...
პლატინიმ პირი აიმყრალა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"