შეხვედრის დროს უცნობმა პიროვნებამ ხსენებულ სოციალურ ქსელში ასეთი სახის შეტყობინება გამოაქვეყნა: "იოზილი ხომ ნაღდად არ არის გერმანელი! ქაღალდის ერთი ნაგლეჯი ადამიანის ეროვნებას ვერ შეცვლის!"
ძალიან მოკლე დროში ამ შეტყობინებას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა! იწერებოდა ისეთი კომენტარები, როგორიცაა: "გერმანიის ნაკრებში მხოლოდ ის ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ, რომლებსაც გერმანული გვარები აქვთ".
ამ თემას გერმანიის საფეხბურთო კავშირის სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლების პროტესტი
ცხადია, ამ თემას გამოეხმაურა მესუთიც, რომლის მშობლები წარმოშობით თურქები არიან, თავად იოზილი კი, მოგეხსენებათ, გელზენკირხენში დაიბადა და გაიზარდა. მისმა ადვოკატმა კი სასამართლოში სარჩელი შეიტანა - მომხდარის გამოძიებას, თემის ავტორის პოვნას და მის დასჯას ითხოვს.
"დიდხანს ვფიქრობდი, მიგვემართა თუ არა სასამართლოსთვის და გადავწყვიტე, რომ სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს და ამისათვის სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო," - განაცხადა მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის მამამ, 44 წლის მუსტაფა იოზილმა.
იოზილი ჩივის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"