ევრო 2012. პორტუგალიის ნაკრები. პეპემ ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ქომაგებს შეუძლიათ, შვებით ამოისუნთქონ: პაულუ ბენტუს გუნდის დაცვის ბურჯმა პეპემ 19 ივნისს სრული დატვირთვით ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 ივნისს, ჩეხეთთან მეოთხედფინალურ მატჩში, მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას.

შეგახსენებთ, რომ "რეალის" მცველი ჰოლანდიასთან (2:1 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) შეხვედრაში დაშავდა. აღსანიშნავია, რომ ბენტუს 23-ივე ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული