რუსეთის ნაკრებს ვალერი გაზაევს ჩააბარებენ?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მოულოდნელი კრახის შემდეგ რუსეთის ნაკრებში სერიოზული ცვლილებები იგეგმება - ამის შესახებ ჩვენი რუსი კოლეგები წერენ.

რუსეთის საფეხბურთო კავშირისთვის უპირველესი ამოცანა ნაკრებისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის პოვნაა, რადგან ჯერ კიდევ ევრო 2012-ის დაწყებამდე გახდა ცნობილი, რომ ტურნირის შემდეგ ჰოლანდიელი სპეციალისტი დიკ ადვოკაატი რუსეთის ნაკრებს დატოვებდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ადვოკაატის შემცვლელად, პირველ რიგში, ვალერი გაზაევი მოიაზრება, რომელიც რუსეთის ნაკრებს 2003 წელსაც (ცოტა ხნით) წვრთნიდა.

2005 წელს კი გაზაევმა მოსკოვის ცსკა-ს უეფას თასი მოაგებინა და შეგახსენებთ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა
რუსული ფეხბურთის ისტორიაში - ამ ქვეყნის კლუბმა ევროტურნირი პირველად მოიგო.

დღესდღეობით გაზაევი ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტია, მისი სამწვრთნელო კარიერა კი დასრულებულად მიიჩნევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული