თუმცა 4:2-იც მშვენიერი ანგარიშია. ამით მთელ ევროპას დავანახეთ, რომ გერმანიის ნაკრები მართლაც მთავარი ფავორიტია.
ნახევარფინალში ინგლისი ან იტალია გველის. ცნობილი ფაქტია, რომ იტალიელებთან თამაში გვიჭირს და სწორედ მათ დაგვამარცხეს 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ამჯერად მართლა სულერთია, ვის შევხვდებით, რადგან გერმანიის ნაკრები დღეს ძალიან ძლიერია.
ესპანეთის ნაკრების თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს
ის კი აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ლიოვმა გამაოცა, როცა საბერძნეთთან მატჩში გომესი, პოდოლსკი და მიულერი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. პირადად ჩემი აზრით, ეს არ იყო საჭირო. სიკვდილის ჯგუფში ჩვენ სამივე თამაში მოვიგეთ და კაციშვილი ვერ წარმოიდგენდა, რომ იოგი ძირითად შემადგენლობას ასე შეცვლიდა. წარმომიდგენია, რა მოხდებოდა, ბერძნებთან რომ ვერ მოგვეგო...
ვინც ფიქრობს, რომ "ახლებს" ვაკრიტიკებ, ძალიან ცდება, რადგან ანდრე შიურლემ მარცხენა ფლანგს სიცოცხლე შემატა, მიროსლავ კლოზე ძალიან ბევრს მოძრაობდა და გოლიც გაიტანა, მარკო როისმა კი კიდევ ერთხელ, ამჯერად ევროპის ჩემპიონატზე და გერმანიის ნაკრების ფორმით დაამტკიცა, რომ დიდი მომავალი აქვს, მაგრამ არა მგონია, რომ ეს არევა საჭირო ყოფილიყო...
ახლა ძალიან მაინტერესებს, რომელ ფეხბურთელებს ათამაშებს ლიოვი ნახევარფინალში - "ძველებს" თუ "ახლებს". ერთი რამ ფაქტია: შეცდომა არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება...