კარლო ანჩელოტი: მხოლოდ გენიოსს შეეძლო ისე მოქცეულიყო, როგორც ანდრეა პირლო მოიქცა

AutoSharing Option
იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ამჟამად ფრანგულ პსჟ-ს უდგას სათავეში, განაცხადა, რომ იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეა პირლოს თამაშის შთაბეჭდილების ქვეშაა, რომელმაც პენალტების სერიაში ინგლისის ნაკრებთან "პაპენკას სტილში" დაარტყა.

"სწორედ ამ პენალტმა შეცვალა ყველაფერი. პენალტის ასე შესრულებამ იტალიელებს თავდაჯერება შესძინა, ინგლისელები კი, პირიქით, მორალურად გატეხა.

პირლო უმაღლესი კლასის მოთამაშეა. სხვა განსაზღვრება საჭირო არ არის. ასეთ მომენტში მხოლოდ გენიოსს შეუძლია ისე მოქცევა, როგორც პირლო მოიქცა. ეს შექმნილი პრობლემის შესანიშნავი გადაწყვეტა იყო", - განაცხადა ანჩელოტიმ.

ასევე იხილეთ:
ჩეზარე პრანდელი: ანდრეა პირლო ოქროს ბურთს
იმსახურებს

ჯო ჰარტს რომ ეს ვიდეო ენახა... ანდრეა პირლო გოლს ვერ გაუტანდა [+VIDEO]
ევრო 2012. 1/4-ფინალის შეჯამება: პირლოა თუ და ვინჩი? ანდრეა ხატავს!
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ჩელე" ურტყავდა მასეთ პენალტებს-სტაჟიან გულშემატკივრებს ემახსოვრებათ
mimino
18:04 26-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული