სამირ ნასრი: ვწუხვარ, რომ ის სიტყვები ვთქვი, რომელმაც გულშემატკივრები და განსაკუთრებით, ბავშვები შოკში ჩააგდო

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა ერთ-ერთი ჟურნალისტი შეურაცხყო.

"ევროპის ჩემპიონატზე ჩემი საქციელის შესახებ ახლა ბევრი ჭორი დადის. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩემმა სიტყვებმა გულშემატკივრები და განსაკუთრებით, ბავშვები შოკში ჩააგდო. პუბლიკას ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდი. მინდა ვთქვა, რომ მომხდარი ზოგიერთ ჟურნალისტთან პირადი კონფლიქტია. ყველაფერს აგიხსნით, როცა დრო მოვა", - დაწერა ნასრიმ საკუთარ "თვითერში".

ასევე იხილეთ:
სამირ ნასრის შესაძლოა საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობა აუკრძალონ
სამირ ნასრი ჟურნალისტებს წაეჩხუბა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული