MSN და BBC დაშლის პირას?

AutoSharing Option
მას მერე, რაც "ბარსელონამ" ლუის სუარესი შეიძინა და გუნდის შეტევაში სუპერტრიდენტი აეწყო - ურუგვაელის, ლეო მესისა და ნეიმარის მონაწილეობით - შთამბეჭდავი დაპირისპირება მივიღეთ "რეალის" შემტევ ტრიოსთან - კრიშტიანო რონალდოსთან, გარეთ ბეილთან და ქარიმ ბენზემასთან.

აბრევიუატურების მიხედვით, მათ დიდი ხანია, MSN-ს (მესი, სუარესი, ნეიმარი) და BBC-ის (ბენზემა, ბეილი, რონალდო) უწოდებენ.

აქ ერთი გამონაკლისია პირველი ასო-ბგერა კრიშტიანოს სახელიდან არის აღებული, რათა ცნობილ სამაუწყებლო კომპანიასთან ასოციაცია წარმოშვას (ისევე, როგორც "ბარსას" ტრიდენტის ასოციაციამ "მაიკროსოფტის" პროდუქტთან).

ამ სამეულთა დაპირისპირება ხანდახან არაფრით ჩამორჩება, ლეო მესისა და
კრიშტიანო რონალდოს პირად დუელებს. ახლა კი ორივეს დაშლა ელის. ყველამ კარგად იცის, რომ ნეიმარის "ბარსელონაში" დარჩენის შანსი უფრო ცოტაა, ვიდრე პსჟ-ში გადასვლის. მადრიდში კი კილიან მბაპეს სავარაუდო ტრანსფერმა შეიძლება ყველაფერი არიოს, რადგან ასაკის მიუხედავად, ფრანგ თინეიჯერს მართლაც ხელეწიფება სასტარტოში დამკვიდრება. ასე რომ, ახლო მომავალში შესაძლოა BBCM და MS მივიღოთ.

"ბარსელონაში" ნეიმარის ადგილზე ფილიპე კოუტინიოს ან პაულო დიბალას ვარაუდობენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

აი, მადრიტული ტრიდენტის კვარტეტად ქცევა კი ზინედინ ზიდანს კიდევ უფრო გაურთულებს სამწვრთნელო საქმეს. რა თქმა უნდა, მბაპეს შემატება გუნდისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ ფრანგს თანამემამულის "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში უმტკივნეულოდ ჩართვაზე დიდი შრომა მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"