გუშინ ვიუწყებოდით, რომ "ბარსელონას" და ბრაზილიის ნაკრების ექსვარსკვლავის პერსონით ბალეარული "მალიორკა" დაინტერესდა, მაგრამ...
"ინტერვიუ არავისთვის მიმიცია და ყველაფერი, რაც პრესაში დაიწერა, აბსოლუტური ტყუილია. უმუშევარი ვარ და სამშობლოში ვბრუნდები. პირადმა აგენტმა მითხრა, რომ ჩემს თაობაზე ბრაზილიიდან ყოველწამს ურეკავენ. მთხოვნელები არც ევროპაში მაკლია. მართალია, უკვე 38 წლის ვარ, მაგრამ ფეხბურთის თამაში კვლავაც შემიძლია~ - აღნიშნავს მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი.