რივალდო და ბალეარები ტყუილი ყოფილა

AutoSharing Option
1999-ში რივალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო, მაგრამ დროს თავისი მიაქვს და დღეს 38 წლის ბრაზილიელი უმუშევარია.

გუშინ ვიუწყებოდით, რომ "ბარსელონას" და ბრაზილიის ნაკრების ექსვარსკვლავის პერსონით ბალეარული "მალიორკა" დაინტერესდა, მაგრამ...

"ინტერვიუ არავისთვის მიმიცია და ყველაფერი, რაც პრესაში დაიწერა, აბსოლუტური ტყუილია. უმუშევარი ვარ და სამშობლოში ვბრუნდები. პირადმა აგენტმა მითხრა, რომ ჩემს თაობაზე ბრაზილიიდან ყოველწამს ურეკავენ. მთხოვნელები არც ევროპაში მაკლია. მართალია, უკვე 38 წლის ვარ, მაგრამ ფეხბურთის თამაში კვლავაც შემიძლია~ - აღნიშნავს მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული